დელტა კომი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია თქვენი, როგორც გაყიდვების დეპარტამენტის ოპერატორის ძირითადი საქმიანობის აღწერილობა:
- გაყიდოთ საქონელი და მომსახურეობა, როგორც არსებულ, ასევე ახალ კლიენტებზე.ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს: საცალო, კორპორატიული, სახელმწიფო და საბითუმი სუბიექტები.
- უნდა გამოირჩეოდეთ აქტიურობით და შეგეძლოთ ახალი კლიენტების მოძიება და მათი შენარჩუნება.
- პროდუქციული ხაზი წარმოადგენს „მაღალ-ტექნოლოგიურ საინფორმაციო სისტემებს“. მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანია „დელტა-კომმი“ ეძებს გამოცდილსა და სანდო კადრს. გაყიდვების მენეჯერის პირველი ეტაპი იქნება B2B (ბიზნესი-ბიზნესისთვის) ტიპის გაყიდვების წარმოება.
- უნდა გამოირჩეოდოთ დადებითი ურთიერთობებითა და შეგეძლოთ შეხვედრების დროს პროფესიონალურად წარუდგინოთ პრეზენტაცია სხვადასხვა პროდუქტებსა და სერვისებზე.
მინიმალური უნარ-ჩვევები:
- უნდა იყოთ კარგი და სასიამოვნო მსმენელი კლიენტისთვის
- უნდა შეგეგძლოთ კლიენთან ურთიერთობა როგორც პირადად, ასევე ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის საშუალებით
- ორგანიზება გაუკეთოთ შეხვედრებს პოტენციურ კლიენტებთან, ახალი შესაძლებლოების განსახორციელებლად
- შეგეძლოთ მონიტორინგი გაუკეთოთ გაყიდვა - შესყიდვა - მიწოდების პროცესს
- ორგანიზებული ყოველ-კვირეული რეპორტი გაყიდვების ხელმძღვანელთან
- მათემატიკური/ანალიტიკური აზროვნება
- მობილიზაცია სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისას
- გუნდური მუშაობა და კოლეგებთან ინფორმაციისა და შეძენილი პრაკტიკის გაზიარების თავისუფლება
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Excel, Microsoft PowerPoint და Microsoft Project
- სასურველია სააღრიცხვო პროგრამასთან მინიმალური გამოცდილება (1C)
- B2B (ბიზნესი-ბიზნესისთვის) ტიპის გაყიდვების მენეჯერად მუშაობის სტაჟი: სასურველია მინიმუმ 3 წელი
- მაღალ-ტექნოლოგიურ საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
- უცხო ენა: ინგლისური და რუსული
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე: