საიტზე დევს 272 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 09:34
RSS
პროფკურორტი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ალგანი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  ქეა  შპს.   ბანკი რესპუბლიკა 
შ.პ.ს.     გუდვილი    შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  DMG WEST LINES 
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი    გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კავკასიის აკადემიური ცენტრი  აიელსი ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  P/T/G  კავკასიის უნივერსიტეტი  Oxford House  
თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი     ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ბიდისი აკადემია  ინგლისური ენის სახლი  საქართველოს უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

სხვადასხვა

   კომპანია:

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

   განთავსებულია:  31 აგვ. 2011
   ბოლო ვადა:  11 სექ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:


საქართველოს შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს გაყიდვების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

1. გაყიდვების სამსახურის უფროსი

თანამდებობრივი სარგო: 1,770 ლარი + ბონუსი (პრემია)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-  უმაღლესი განათლება;
-  კომპიუტერული საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
-  ინგლისური ენის ცოდნა.

პრიორიტეტი:

-  გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
-  პოტენციურ კლიენტებთან წარმატებული მოლაპარაკების უნარი;
-  პროექტის ფინანსური ანალიზის უნარი და ბიუჯეტების შედგენა.

2. გაყიდვების მენეჯერი - 2 ვაკანსია

თანამდებობრივი სარგო: 960 ლარი + ბონუსი (პრემია)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-  უმაღლესი განათლება;
-  კომპიუტერული საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
-  ინგლისური ენის ცოდნა.

პრიორიტეტი: გაყიდვების სფეროში მენეჯერის პოზიაციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

3. მარკეტინგის მენეჯერი

თანამდებობრივი სარგო: 960 ლარი + ბონუსი (პრემია).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-  უმაღლესი განათლება;
-  კომპიუტერული საოფისე პროგრამების, აგრეთვე "Corel"-ის ან/და "ილუსტრატორის" საფუძვლიანი ცოდნა;
-  ინგლისური ენის ცოდნა.

პრიორიტეტი: მარკეტინგის ან/და მონათესავე სფეროში (ბრენდ მენეჯერი და ა.შ.) მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

4. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

თანამდებობრივი სარგო: 960 ლარი + ბონუსი (პრემია).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-  უმაღლესი განათლება;
-  კომპიუტერული საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
-  ინგლისური ენის ცოდნა.

პრიორიტეტი: ჟურნალისტის ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

5. საინფორმაციო ცენტრის უფროსი

თანამდებობრივი სარგო: 960 ლარი + ბონუსი (პრემია).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-  უმაღლესი განათლება;
-  ინგლისური ენის ცოდნა.

პრიორიტეტი: ანალოგიურ ან/და მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

6. საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი - 3 ვაკანსია

თანამდებობრივი სარგო: 680 ლარი + ბონუსი (პრემია).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-  უმაღლესი განათლება;
-  ინგლისური ენის ცოდნა.

პრიორიტეტი: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნასამართლობის არ მქონე საქართველოს მოქალაქეებს 21 წლის ასაკიდან, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ სახელმწიფო ენას. კონკურსში მონაწილეობის მსურველ მამაკაცებს მოხდილი უნდა ჰქონდეთ სავალდებულო სამხედრო სამსახური. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედ თანამშრომელსაც, რომელიც აკმაყოფილების ამ განცხადებით დადგენილ მოთხოვნებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი CV ფოტოთი (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი, მობილურის ნომერი) უნდა გამოგზავნონ დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge 2011 წლის 11 სექტემბრამდე. დაგვიანებით გამოგზავნილი CV არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარ CV-ში აუცილებლად უნდა მიუთითონ, თუ რა პოზიციაზე სურთ მუშაობა.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით 2011 წლის 12 სექტემბერს. გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც CV-ის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარებამდე.

CV-ს შერჩევის პროცესში კონკურსანტს შეიძლება გაეგზავნოს შეთავაზება მის მიერ წარმოდგენილი პოზიციის შეცვლის თაობაზე, რაც მან უნდა დაადასტუროს ან უარყოს საპასუხო შეტყობინებით არაუგვიანეს მომდევნო დღისა.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige