საქართველოს შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
I. საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება:
1. მთავარი სპეციალისტი
თანამდებობრივი სარგო: 900 ლარი + ბონუსი (პრემია).
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა.
- პრიორიტეტი: საინფორმაციო ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
2. წამყვანი სპეციალისტი
თანამდებობრივი სარგო: 830 ლარი + ბონუსი (პრემია).
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა.
- პრიორიტეტი: საინფორმაციო ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
II. კომუნიკაციების ქვეგანყოფილება:
3. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი - 2 ვაკანსია (ქსელის ადმინისტრატორი, სისტემური ადმინისტრატორი, სისტემური ინჟინერი, პროგრამისტი)
თანამდებობრივი სარგო: 960 ლარი + ბონუსი (პრემია).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Cisco-ს ქსელურ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;
- L2 და L3 დონის ქსელის მოწყობის ცოდნა;
- OSPF მარშრუტიზაციის პროტოკოლის ცოდნა;
- VPN ქსელების მოწყობის ცოდნა;
- Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება;
- VoIP ბაზისების ცოდნა; Asterisk სერვერთან მუშაობის გამოცდილება;
- Windows Server 2008 პლატფორმის ადმინისტრირების ცოდნა;
- Active Directory სისტემის გამართვის, ადმინისტრირების ცოდნა;
- საფოსტო სერვერის გამართვის, ადმინისტრირების ცოდნა;
- სერვერების ვირტუალიზაციის ცოდნა;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
- Windows სამომხმარებლო ოპერაციული სისტემების ადმინისტრირების ცოდნა;
- ქსელის გამართვის ძირითადი პრონციპების და პროტოკოლების ცოდნა;
- კომპიუტერული სისტემის და საკომუნიკაციო ქსელის მონტაჟის, ინსტალაციის, გამართვისა და შემდგომი მომსახურების ცოდნა;
- Web აპლიკაციის დეველოპმენტის ცოდნა;
- Java პროგრამირების ცოდნა;
- Oracle PL/SQL ბაზების ცოდნა.
- პრიორიტეტი: აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნასამართლობის არ მქონე საქართველოს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ სახელმწიფო ენას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედ თანამშრომელსაც, რომელიც აკმაყოფილების ამ განცხადებით დადგენილ მოთხოვნებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი CV ფოტოთი (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი, მობილურის ნომერი) 2011 წლის 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით. დაგვიანებით გამოგზავნილი CV არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარ CV-ში აუცილებლად უნდა მიუთითონ, თუ რა პოზიციაზე სურთ მუშაობა.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც CV-ის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარებამდე.
საკონტაქტო პირი: ნინო ჭიღლაძე
ტელ: 577 609260