გურჯაანის რაიონული სასამართლო აცხადებს ვაკანსიას სხდომის მდივანის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (სამოსამართლო სწავლების ცენტრში) სასწავლო
კურსის გავლა ან სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
- კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამები (სამომხმარებლო დონეზე);
კანონმდებლობის ცოდნა:
- სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა;
- ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
- „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და
საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულება;
- „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო
სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის
N1/310 გადაწყვეტილება.
წარსადგენი დოკუმენტები
1. ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);
2. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის (დიპლომი) ასლი;
3. უკვე გაცემული შრომის წიგნაკის ასლი;
4. ორი ფოტოსურათი;
5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო მისამართი: გურჯაანი, სანაპიროს ქ. N24, გურჯაანის რაიონული სასამართლო
საკონტაქტო ტელეფონები: (353) 22-38-22
საკონტაქტო პირი: ეკა მელიქიშვილი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე:
გისურვებთ წარმატებებს.