ჰიპერმარკეტი “გუდვილი” აცხადებს ვაკანსიას ძეხვის საამქროს უფროსის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- საწარმოო პროცესების ორგანიზება;
- ძეხვის წარმოებისთვის აუცილებელი ნორმატიული და მეთოდური მასალების ცოდნა;
- ახალი პროდუქციის ძიება და ახალი რეცეპტურის შემუშავება;
- ძეხვის წარმოების პროცესისათვის აუცილებელი სასურსათო ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების საჭიროების განსაზღვრა და მარაგების კონტროლი;
- მოწოდებული ნედლეულის ხარისხის, პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიების, ნედლეულის ჩაშვების ნორმების კონტროლი;
- ახალი ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვა და ტექნოლოგიური პროცესების მუდმივი კონტროლი.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ხორცპროდუქტების ტექნოლოგიის განხრით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე;
- რუსული და ინგლისური ენის აუცილებელი ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
მსურველებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: , გთხოვთ მიუთითეთ თუ რომელ პოზიციაზე აგზავნით რეზიუმეს.
გთხოვთ გამოაქვეყნოთ ლოგოსთან ერთად მიმდინარე წლის 27 ნოემბრის ჩათვლით