შპს "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას კვების წარმოების ტექნოლოგის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოო პროცესების ორგანიზება;
- წარმოებისთვის აუცილებელი ნორმატიული და მეთოდური მასალების ცოდნა;
- ახალი პროდუქციის ძიება და ახალი რეცეპტურის შემუშავება;
- წარმოების პროცესისათვის აუცილებელი სასურსათო ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების საჭიროების განსაზღვრა და მარაგების კონტროლი;
- მოწოდებული ნედლეულის ხარისხის, პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიების, ნედლეულის ჩაშვების ნორმების კონტროლი;
- ახალი ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვა და ტექნოლოგიური პროცესების მუდმივი კონტროლი.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ზოგადი პროფილის კვების ტექნოლოგიის, ხორცპროდუქტების ტექნოლოგიისა და საკონდიტრო ტექნოლოგიის განხრით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე;
- რუსული და ინგლისური ენის აუცილებელი ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ
გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrg@goodwill.ge არაუგვიანეს 2011 წლის 30 ივნისისა. გთხოვთ მიუთითეთ, თუ რომელ პოზიციაზე აგზავნით რეზიუმეს.