შპს "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- დარბაზის შესაბამის სექციაში საქონლის განთავსების წესების დაცვით პროდუქციის დახლებზე განთავსება და მისი მუდმივი შევსება;
- პროდუქციის რეალიზაციისათვის გამზადება: ხარისხის, ვადიანობის, მოპარვის
საწინააღმდეგო ჩიპების, ანოტაციებისა და ფასმაჩვენებლების შემოწმების
გზით;
- სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
- მომსახურების გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი
თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული
გაცლის გზით.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სავალდებულოა რუსული, ინგლისური ან გერმანული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- პრეზენტაბელურობა.
- ასაკი: 20-დან 30 წლამდე.
გთხოვთ, რეზიუმეში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი მინიმალური ხელფასის ოდენობა.
მსურველებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: hrg@goodwill.ge 2011 წლის 31 ოქტომბრამდე. გთხოვთ, მიუთითეთ თუ რომელ პოზიციაზე აგზავნით რეზიუმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.