სსიპ "გუდაურის განვითარების ფონდის" საქმიანობა არის გუდაურის სამთო-სათხილამურო საკურორტო კომპლექსის მართვა და განვითარება.
სსიპ "გუდაურის განვითარების ფონდი" აცხადებს ვაკანსიას საფინანსო სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციას უწევს და წარმართავს ფონდის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას და ბუღალტრულ აღრიცხვას;
- ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, ბალანსებისა და ანგარიშების მომზადებას, წარადგენს ანგარიშს ფონდის უფროსთან;
- შეიმუშავებს ფონდის ბიუჯეტს და ხარჯთა ნუსხის პროექტებს;
- ორგანიზებას უწევს ფონდში ფულადი სახსრების ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
- ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს;
- უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
- ატარებს შიდა აუდიტს;
- ახორციელებს ორგანიზაციის წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;
- აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ანგარიშწორებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი უმაღლესი განათლება;
- ფინანსისტად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
- საჯარო/საბიუჯეტო სამსახურში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- საერთაშორისო საბუღალტრო და ფინანსური სტანდარტების ცოდნა (IFRS, GAAP);
- MS Excel, PPT, Word-ის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისურის ენის სრულყოფილი ცოდნა.
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა სასურველია გამოგზავნოს რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: 2011 წლის 8 ივლისის ჩათვლით.