საიტზე დევს 272 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 09:34
RSS
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ალგანი  შ.პ.ს დიზაინ სითი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შპს.   თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  პროფკურორტი 
    შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  ბანკი რესპუბლიკა    გუდვილი  ქეა 
ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი    სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი     ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი One World   ინგლისური ენის სახლი    სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  
საქართველოს უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   კავკასიის უნივერსიტეტი  აიელსი  Oxford House  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი 
   ვაკანსია:

სრული, ასოცირებული პროფესორი

   კომპანია:

გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი

   განთავსებულია:  12 დეკ. 2011
   ბოლო ვადა:  25 იან. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  info@gruni.edu.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, სამართლის, მედიცინის და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლებში საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებისათვის:

სამართლის სკოლა:

1. სისხლის სამართალი

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

2. საჯარო სამართალი

ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული.

3. კერძო სამართალი

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

მედიცინის სკოლა:

4. თერაპიული სტომატოლოგია

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:

5. ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

6. ლიტერატურულ-პუბლიცისტური მიმდინარეობის ისტორია

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, 5 წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება, ხოლო ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად - არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება.

სრული და ასოცირებული პროფესორების თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამისად, რანჟირებული სახელფასო განაკვეთის ფარგლებში.

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები:

აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეტენდენტის პედაგოგიურ და მეცნიერულ საქმიანობაში უნდა ვლინდებოდეს:

- დინამიზმი, ეფექტურობა, მასშტაბურობა;
- აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია;
- ლიდერობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, ნოვატორობა, არაკონფლიქტურობა, ობიექტურობა.

კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი მონაცემების მიხედვით:
- სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
- სამუშაო გამოცდილება;
- თემის ხელმძღვანელობა/ოპონენტობა;
- ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია;
- პროფესიული განვითარება;
- კვლევა/მონოგრაფია/სახელმძღვანელო;
- საერთაშორისო აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
- საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაციის წევრობა;
- სახელისუფლებო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა.

სრული და ასოცირებული პროფესორების თანამდებობებზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია);
- ორი ფოტოსურათი;
- განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;
- სალექციო კურსების ჩამონათვალი - სილაბუსებით;
- სამეცნიერო შრომების ნუსხა (გამოცემის თარიღისა და გამომცემლობის მითითებით); განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია;
- სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2012 წლის 16 იანვრიდან 25 იანვრამდე, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში:

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქ. 6
საკონტაქტო ტელეფონები: 2 384406, 2 382706
ელფოსტა: info@gruni.edu.ge
ვებ-გვერდი: http://www.gruni.edu.ge

საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადებისა და ავტობიოგრაფიის (CV) ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

აკადემიურ თანამდებობებზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენა და საკონკურსო შედეგების გამოქვეყნება განხორციელდება 2012 წლის 1 თებერვლამდე.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige