გლობალ TV აცხადებს ვაკანსიას რუსთავის გაყიდვების ოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საჭიროებების უზრუნველყოფა ხელმძღვანელობის მითითების შესაბამისად;
- გაყიდვების ჯგუფის მართვა და მხარდაჭერა, ჯგუფის წევრების ქმედებებზე დაკვირვება;
- ჯგუფის წევრებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- გაყიდვების პროცესის შესახებ რეგულარული ანალიზისა და ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის მიწოდება
- წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
- ხელმძღვანელობის მიერ დასახული გეგმის შესრულება.
- ოფისის აღჭურვილობის და საკანცელარიო ინვენტარის საჭირო რაოდენობის უზრუნველყოფა;
- ფაქსების, წერილების და ელექტრონული წერილების გაგზავნა და მიღება
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, მიმართულებების მიცემა და მათი კონტროლი;
- მსხვილი კორპორატიული კლიენტების მოძიება;
- მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
- პოტენციური კლიენტებისთვის, დირექციასთან შეთნხმებით, სპეციალური შეთავაზებების უზრუნველყოფა;
მოთხოვნილი უნარები და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ელექტრონული კომუნიკაციების დარგში);
- მინიმუმ 3 წლიანი მენეჯერული გამოცდილება დაკავშირებულ სფეროში
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პრეზენტაბელურობა;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.
საბუთების წარდგენის პროცედურა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და მოკლე ელექტრონული წერილი (სადაც მითითებული იქნება თქვენი წინა გამოცდილება, რომელიც შეესაბამება ამ პოზიციას და ასევე, რატომ დაინტერესდით ამ პოზიციით), მისამართზე: ასევე, მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "რუსთავის გაყიდვების ოფისის ხელმძღვანელი" - წერილის სათაურად (subject line-ში).