სს ,,გლობალ ერთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის/დისტრიბუტორის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაოს აღწერილობა/მოვალეობები: კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა, პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა.
აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების უნარი;
- კარგი პრეზენტაციის უნარი;
- ორიენტაცია გაყიდვების მუდმივ ზრდაზე;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
პრიორიტეტი მიენიჭება ანალოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან 1 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას. წარმატებული კანდიდატები აყვანილი იქნებიან შტატში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და თანდართული წერილი (Cover Letter) შემდეგ მისამართზე: t არაუგვიანეს 2011 წლის 1 ივლისისა.