ფარმაცევტული კომპანია შპს. “გეა” აცხადებს კონკურსს მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსიაზე (1 საშტატო ერთეული)
სამუშაო დატვირთვა:
დადგენილი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10.00- 19.00 სთ - მდე, ხოლო ორგანიზაციული საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლებელია სამუშაო გრაფიკში ცვლილებების შეტანა.
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. # 6
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება;
- მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ ვაკანსიაზე (სავალდებულოა);
- რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
- ინგლისურის ცოდნა სასურველია.
კონკურსის პირობები და ეტაპები:
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად, რის შემდეგაც შეირჩევა სასურველი კანდიდატი.
1. ეტაპი - CV-ის განხილვა;
2. ეტაპი - გასაუბრება;
3. ეტაპი - ცოდნის შემოწმება.
მუშაობის დაწყება მოხდება გამოსაცდელი პერიოდით.
დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნონ ქართულ ენაზე (სხვა ენაზე და ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება), ელექტრონული ფოსტის მისამართზე ამა წლის 31 ოქტომბრამდე. ორგანიზაციის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს.