გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) გეგმავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 3-4 სათამაშო მოედნის მშენებლობას და იწვევს კომპანიებს მონაწილეობა მიიღონ ტენდერში.
მოედნები უნდა მოეწყოს შემდეგ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, სკოლებში ან/და დღის მომსახურებაში:
- თერჯოლა,
- თბილისი,
- ჭიათურა (მხოლოდ ხელოვნური საფარი),
- ქუთაისი (UNICEF იტოვებს უფლებას არ განახორციელოს ან შეზღუდული მოცულობით განახორციელოს სამუშაოები)
სატენდერო მოთხოვნა ითვალისწინებს ბავშვთა აღნიშნულ მომსახურებაში სათამაშო მოედნების მოწყობას, რომლის დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
- მასალა: გამოყენებული მასალები და შესრულებული სამუშაოს ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ISO ან EN (ევრო ნორმა) სტანდარტებს.
- სამუშაოს შესრულების ხარისხი: მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს დღეს საქართველოში მოქმედ ყველა ნორმატივს.
- ღირებულება - ყველა კონკრეტული სათამაშო მოედნისთვის წარმოდგენილი ერთეულის ფასის მიხედვით მოხდება შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების განსაზღვრა.
- სატენდერო პაკეტში მითითებული უნდა იყოს შესრულების სავარაუდო დრო, სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში შეივსოს ერთეული დრო (სთ ან დღე) ყველა დასახელების სამუშაოზე გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც იმპორტირების, ასევე ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირების პერიოდიც. ყველა კონკრეტული სათამაშო მოედნისთვის ამ მონაცემების დაყრდნობით მოხდება შესრულების პერიოდის განსაზღვრა.
- სატენდერო ხარჯთაღრიცხვა: წარმოდგენილ უნდა იქნას როგორც დოკუმენტური სახით, ასევე აუცილებლად ელექტრონული ვერსია. შევსებული სატენდერო ხარჯთაღრიცხვა კომპაქტ-დისკით განთავსებული უნდა იყოს სხვა დოკუმენტაციასთან ერთად დაბეჭდილ კონვერტში. ერთეულის ფასში ყველა შესაძლო დანარიცხი უნდა იყოს გათვალისწინებული. გაფასებისას დღგ არ გაითვალისწინოთ;
- გარანტია: სატენდერო წინადადებაში გათვალისწინებული უნდა იყოს საგარანტიო მომსახურეობა.
ხელშეკრულების პირობები:
- ხელშეკრულება გაფორმდება გამარჯვებულ კომპანიასა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის მიმდინარე წლის ბოლომდე. ხელშეკრულების ძირითადი პირობები შემდეგია:
- შემსრულებელი დადგენილ დროში ხარისხიანად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
- შემსრულებელი მთლიანად ათავისუფლებს დამკვეთს პასუხისმგებლობისაგან, კონტრაქტის ვადის განმავლობაში და მის შემდეგაც, ნებისმიერი დანაკარგის, ზარალის, დაზიანების, უბედური შემთხვევის, ხარჯების, სასამართლოსთან დაკავშირებილ პროცესესების, გაუგებრობების და პრეტენზიების შემთხვევაში, სადაც ასეთი დანაკარგი, ზარალი, დაზიანება თუ უბედური შემთხვევა არის შემსრულებლის ან მისი წარმომადგენლების ან მის მიერ დაქირავებული პირის არასწორი და დაუდევარი ქმედების შედეგი.
- შემსრულებელი ვალდებულია შემკვეთს დაუყოვნებლივ აცნობოს სამუშაოს შესრულებისას გამოვლენილი დამატებითი გადაუდებელი სამუშაოების, გაუთვალისწინებელი ხარჯების, შესრულების პირობების ცვლილებების შესახებ და რეალურ ვადაში დაელოდოს შემკვეთის შესაბამის გადაწყვეტილებას;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს კეთილსინდისიერად და დროულად შესრულებისათვის შემკვეთი შემსრულებელს უხდის სრულ ანაზღაურებას.
- ხელშეკრულების თანხა გაიცემა ეტაპობრივად სათანადო დოკუმენტაციის დამკვეთთან წარდგენის შემდეგ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
- ხელშეკრულების თანხა შემკვეთმა შემსრულებელს უნდა გადაუხადოს უნაღდო ანგარიშსწორებით.
- შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთი დაიცვას ნებისმიერი ურთიერთობისაგან საგადასახადო სტრუქტურებთან; შემსრულებლისთვის გადახდილი თანხა შეიცავს ყველა იმ სახის გადასახადს, რომელსაც მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა.
- დამკვეთი ათავისუფლებს შემსრულებელს დღგ გადახდისგან, რისთვისაც გადასცემს შესაბამის დოკუმენტაციას.
- შემკვეთი შემსრულებელი ავანსის სახით გადაუხდის ხელშეკრულების თანხის 25 %-ს. შემდეგ, სამუშაოთა დამთავრებისა და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ, შემკვეთი გადაუხდის შემსრულებელს, კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის 75%.
- თუ შემსრულებელი დროულად არ განახორციელებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას, მან უნდა გადაიხადოს ჯარიმა, რაც შეადგენს ამ კონტრაქტის სრული ღირებულების 0.15 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- შეფასება: სატენდერო დოკუმენტაციის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება წარმოდგენილი მასალების ხარისხი, ფასი, შესრულების დრო, გამოცდილება.
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა ა/.წ 20 ივნისის 15:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
- ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
- ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის სასამართლო დადგენილება ან ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით) და წესდების ასლი;
- ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან ორგანიზაციის ქონებაზე ყადაღის არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საქალაქო სასამართლოდან იმის შესახებ რომ არ მიმდინარეობს ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების ან სანაციის პროცესი;
- ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მითითებებით) შესაბამისი რეკომენდაციებით;
- ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ბალანსზე აღრიცხული ტექნიკურ საშუალებათა ჩამონათვალი;
- შევსებული ხარჯთაღრიცხვა თანდართული მოედნების ნახაზების მიხედვით.
შენიშვნა: ## 3; 4; 5 დოკუმენტები არ უნდა იყოს ვადაგასული, ანუ აღებული უნდა იყოს ტენდერის მიმდინარეობის პერიოდში.
სატენდერო განცხადება განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდებზე: , , ,, , , .
საკონტაქტო პირი: რომანოზ ბაკურაძე, გაეროს ბავშვთა ფონდი კონსულტანტი სენებლობის დარგში (მობილური: (+995 99)250813
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წ. 20 ივნისი, 15:00.
გისურვებთ წარმატებას