შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას პროექტირების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
პროექტირების დეპარტამენტის უფროსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია
წყალმომარაგება-წყალარინების, საინჟინრო გეოლოგიის, ჰიდროლოგიის,
გეოდეზიისა და სხვა მომიჯნავე სპეციალობებში);
- შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- წყალმომარაგების სისტემებისა და მათი ელემენტების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაოს აღწერა:
- პროექტირების დაწყებამდე საძიებო სამუშაოებისა და დასაგეგმარებელი
ობიექტის წინა საპროექტო მონახაზების განხორციელების საჭიროების განსაზღვრა
და საჭიროების შემთხვევაში მათი განხორციელების კოორდინაცია;
- წყალმომარაგების სისტემის დაგეგმარებისას გასათვალისწინებელი საკითხების განსაზღვრა:
- სათავე - მისი წარმადობა, ადგილმდებარეობა, ზედაპირული თუ მიწისქვეშა წყლების ანალიზი;
- მოსახლეობის რაოდენობა, დაგეგმარება ან დასახლებული ადგილის
კონფიგურაცია, მასზე გამანაწილებელი ქსელების პროექტირება-მშენებლობის
მიზნით.
- საჭიროებისამებრ, სატუმბი სადგურებისა და მათი აღჭურვის ტექნიკური პირობის შექმნა.
- წყალსადენების ოპტიმალური ტიპების გამოყენების ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება;
** პროექტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის კოორდინაცია;
- წყალმომარაგების სისტემების მიმდინარე კაპიტალური სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა;
- საპროექტო ორგანიზაციების მიერ შესრულებული პროექტების მონიტორინგი;
- წყალმომარაგების სისტემების მიმდინარე მშენებლობების მონიტორინგი;
- საჭიროებისამებრ, საპროექტო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა.
პროექტირების დეპარტამენტის უფროსის შრომის ანაზღაურების განსაზღვრა
მოხდება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და განათლების
გათვალისწინებით, 2,000-დან 2,500 ლარამდე ფარგლებში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: konkursi@water.gov.ge 2011 წლის 5 იანვრის 18:00 საათამდე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!