შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას კომპანიის: ფოთის, წალენჯიხის, ლანჩხუთის, აბაშის, სენაკის, ხობის, თეთრიწყაროს, გორის, ქუთაისის, ჭიათურის, ზესტაფონის სერვის ცენტრებში ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- რეგიონის სალარო ოპერაციების წარმოება, სამივლინებო დოკუმენტაციის კონტროლი;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი, ინვოისი და სხვა) მოძრაობის კონტროლის უზრუნველყოფა;
- სასაქონლო მარაგების (მ.შ.საწვავის) ჩამოწერის დოკუმენტაციის კონტროლი და მათი ცენტრალურ ბუღალტერიაში წარდგენა;
- კომპანიის ბუღალტერიაში გადასაგზავნ საბუთების მოწესრიგება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება უმაღლესი (ეკონომიური). სპეციალობა - საბუღალტრო აღრიცხვა;
- ბუღალტრად მუშაობის 3 წლის გამოცდილება;
- სასურველია გავლილი ჰქონდეს ACCA-ს კურსები, სულ მცირე 1 წიგნი;
- კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: MS Office 97/2000/XP/2003. Outlook Express/Oris;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა, (მხოლოდ იმ რეგიონში, სადაც კომპაქტურად დასახლებული სხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
- ყურადღების და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- დეტალებისადმი დაკვირვების უნარი;
- დროის ეფექტურად განაწილების უნარი; დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
- პატიოსანი, სანდო;
- შრომისმოყვარე, ენერგიული;
- ორგანიზებული;
- კომუნიკაბელური;
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ განაცხადი მისამართზე: 2011 წლის 20 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ასევე, ის რეგიონი, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.