ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" აცხადებს კონკურსს საკონსულტაციო მომსახურებზე ქართული ჟესტური ენის გრამატიკის შესწავლისა და დოკუმენტირებისათვის.
სიყრუის მქონე ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაციის მხარდაჭერისა და მათთვის სწავლების უზრუნველყოფისთვის, საჭიროა, რომ ლინგვისტურ დონეზე მოხდეს ქართული ჟესტური ენის კვლევა - ანალიზი და კატეგორიზება - რისი შედეგებიც ოფიციალურად შეჯამდება და გამოქვეყნდება. აღნიშნული კვლევის მხარდასაჭერად ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" ორი ლინგვისტისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს დაიქირავებს, რომლებსაც კვლევაში დახმარებას გაუწევენ "გადავარჩინოთ ბავშვების" მიერ შექმნილი ქართული ჟესტური ენის სამუშაო ჯგუფის წევრები. ჯგუფი შედგება ყრუთა განათლების საერთაშორისო სპეციალისტის, მშობლიურ დონეზე ქართული ჟესტური ენის აქტიური მომხმარებლებისა და ქართული ჟესტური ენის თარჯიმნებისაგან.
აღნიშნული კონსულტაცია ხორციელდება "გადავარჩინოთ ბავშვების" პროექტის ფარგლებში: "თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის". საკონსულტაციო პერიოდის დასრულების შემდეგ კი "გადავარჩინოთ ბავშვები" განიხილავს, თუ რამდენად სრული და მისაღებია მათ მიერ შესრულებული სამუშაო.
ზოგადი ინფორმაცია:
საქართველოში სმენადაქვეითებულ (სიყრუის და სმენითი პრობლემების მქონე) ბავშვთა უმრავლესობა სკოლაში შედის ისე, რომ ძირითადი საკომუნიკაციო, განსაკუთრებით კი ენობრივი უნარები არ გააჩნიათ. ამას გარდა, იმ სკოლებშიც კი, რომლებიც მიზნობრივად უნდა გამოეხმაუროს მათ განსაკუთრებულ საჭიროებებს, ძირითადი ინფორმაცია, როგორც წესი, ზეპირი სახით მიეწოდებათ, რადგანაც მასწავლებლები ჟესტებს, ან სხვა არავერბალურ კომუნიკაციის საშუალებებს არ ფლობენ და არ იყენებენ.
ქართული ჟესტური ენის განვითარების მხრივ შემდგომი ნაბიჯების გადადგმის ხელშესაწყობად, ორი ლინგვისტი (როგორც ეს ზემოთაა შეჯამებული), გამოიკვლევს ქართულ ჟესტებს, რასაც ყრუთა საზოგადოება იყენებს და იმ პირთაგან, რომლებისთვისაც ქართული ჟესტური ენის მშობლიური ენაა. ისინი დააკვირდებიან და კომუნიკაციას დაამყარებენ ქართული ჟესტური ენის მომხმარებელ პირებთან, რათა მათ მიერ გამოყენებული ჟესტების დოკუმენტირება მოახდინონ, ასევე ჩაინიშნონ, თუ როგორ ახდენენ წინადადების სტრუქტურირებას, მაგ. თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი; როგორ არის მოსალოდნელი ლინგვისტური ნიუანსები, მაგ. წარსული/ახლანდელი/მომავალი; მხოლობითი/მრავლობითი, ზედსართავი სახელები, წინდებულები და სხვ. სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმ კატეგორიებს, რომლებიც ჟესტების ენებს შეესაბამება. ჯგუფი კონსულტაციას გამართავს ყრუთა განათლების სპეციალისტთან, ქართული ჟესტური ენის მასწავლებლებსა და ქართული ჟესტური ენის თარჯიმნებთან, რათა მათი დაკვირვებების და დასკვნების ვალიდაცია მოახდინოს, ვიდრე მათ ანგარიშის სახით წარმოადგენდნენ. საბოლოოდ, ჯგუფი ტექსტს მოამზადებს ქართული ჟესტური ენის გრამატიკის საფუძვლების შესახებ, რათა ქართული ჟესტური ენის გამოყენება შესაძლებელი გახდეს როგორც სტანდარტიზებული ინსტრუმენტისა ინსტრუქციების მიცემის მიზნით, ქართული სალაპარაკო ენის შესაბამისად.
ამოცანა:
ქართული ჟესტური ენის ლინგვისტიკის და მახასიათებლების გაგება და მისი საფუძვლის გაფართოება, რათა ენის გავრცობა და შემდგომში გამოყენება მოხდეს სხვადასხვა საშუალებებით / ფორმებით, სიყრუის მქონე და სმენადაქვეითებული ბავშვების განათლების მიზნით.
დავალებები და შესასრულებელი სამუშაო:
ა. დავალებები:
- ქართული ჟესტური ენის გამართული/დახვეწილი გრამატიკის წიგნი.
- საველე კვლევებიდან მიღებული შედეგების დეტალური ანგარიში, სადაც მოცემული იქნება ქართული ჟესტური ენის მომხმარებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან გამართული შეხვედრების ჩანაწერები.
- ქართული ჟესტური ენის სტატუსის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში, ქართული ჟესტური ენის მთავარი მახასიათებლების ჩათვლით.
ბ. დავალებები:
- საველე ვიზიტები: ქართული ჟესტური ენის აქტიურ მომხმარებლებთან შეხვედრა და ქართული ჟესტური ენის გამოყენების დოკუმენტირება; შეხვედრის დეტალური ჩანაწერების წარმოება.
- ქართულ ჟესტურ ენასთან დაკავშირებით არსებული მასალების ვრცელი მიმოხილვა.
- ჟესტური ენების ლინგვისტიკის შესახებ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა და მიღებული ძირითადი შედეგების დეტალური დოკუმენტირება.
- სულ მცირე, ყოველკვირეული შეხვედრების გამართვა ქართული ჟესტური ენის სამუშაო ჯგუფთან (როგორც ეს ზემოთაა მითითებული), ქართული ჟესტური ენის ლექსიკონის განვითარების, ასევე ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების ზეგავლენის განსახილველად, როგორიცაა კომპიუტერი, ინტერნეტი; თუ როგორ იღებენ სიყრუის მქონე და სმენადაქვეითებული ბავშვები ინფორმაციას, როგორ სწავლობენ და ამყარებენ კომუნიკაციას; ყველა პროცესის, გადაწყვეტილების, სამოქმედო საკითხის და ა.შ. დოკუმენტირება.
მოთხოვნები: კონსულტანტის პროფილი:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი ლინგვისტიკაში, ან ლოგოპედიასა და ფილოლოგიაში, ქართული ენის ისტორიის, სტრუქტურის, გრამატიკის, გამოყენების შესახებ ვრცელი ცოდნა; სოციოლინგვისტიკის მიმართ ინტერესი
- სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება გამოყენებით ლინგვისტიკაში, მაგ. ქართული ენის სწავლება, სასწავლო გეგმის შემუშავება ქართული ენისთვის.
- გამოცდილება ენობრივი უნარების ანალიზის კუთხით, განვითარების ეტაპების შესაბამისად; ენის დაუფლების პროცესების/უნარების ცოდნა.
- ქართული ჟესტური ენის ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა.
- გამორჩეული პიროვნული უნარები; სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი, განსაკუთრებით კი ყრუთა კულტურის მქონე პირებთან ურთიერთობის შესაძლებლობა და სურვილი.
- თვითმოტივირებული და ინოვაციური, უნდა შეეძლოს კონკრეტული სამუშაოს დასრულება მკაცრად განსაზღვრულ ვადებში; თბილისის გარეთ მუშაობის შესაძლებლობა მთელს ქვეყანაში.
- შესანიშნავი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები ქართულ ენაში
- თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარები (Word, Office, Internet)
სამუშაო დეტალური აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ინგლისურ და ქართულ ენაზე იხილეთ თანდართულ ფაილში.
განაცხადის ჩაბარება:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა "კურიკულუმ ვიტაე" სამოტივაციო წერილთან ერთად ელექტრონული ფოსტით უმდა გამოაგზავნონ ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" საქართველოს ოფისში, მისამართზე: არა უგვიანეს 2011 წლის 7 სექტემბრის 17:00 საათისა.
გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.