საიტზე დევს 270 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 23:06
RSS
შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  ქეა  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს დიზაინ სითი  ARAY Tomorrow  თეგეტა მოტორსი  ალგანი 
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  DMG WEST LINES  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  პროფკურორტი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  გუდვილი 
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  One World   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი  
საქართველოს უნივერსიტეტი  P/T/G  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   Oxford House  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  აიელსი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ბიდისი აკადემია 
   ვაკანსია:

ინჟინერი - რეგიონები

   კომპანია:

გადავარჩინოთ ბავშვები

   განთავსებულია:  1 ივლ. 2011
   ბოლო ვადა:  6 ივლ. 2011
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  ajokhadze@savechildren.org
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერის პოზიციაზე.

პროექტის დასახელება: ბავშვზე ზრუნვის მომსახურებების და სისტემების გაძლიერება;
ვაკანსიის რაოდენობა: 2 პოზიცია;
ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველო, აღმოსავლეთ საქართველო
პერიოდი: ივლისი-ოქტომბერი, 2011 წ. (4 თვე)

ზოგადი ინფორმაცია:

საქართველოს მთავრობა ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმირების პროცესში იმყოფება. რეფორმის მიზანია ბავშვზე ზრუნვის თანამედროვე სისტემის შექმნა, რათა დაიხუროს ყველა ფართომასშტაბიანი რეზიდენტული დაწესებულება, მოხდეს თემზე დაფუძნებული მოვლის ალტერნატიული ფორმების, ბავშვზე ძალადობის ანგარიშგებისა და რეაგირების სისტემის შექმნა; ასევე იმ ოჯახების დახმარებით უზრუნველყოფა, რომლებიც საკუთარი შვილების საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ. 2009 წლის ივლისში, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2008-2011 წლებისთვის "ბავშვთა სამოქმედო გეგმა" (CAP) დაამტკიცა. აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა დოკუმენტებისგან, რომლებიც მთლიანად დეინსტიტუციონალიზაციაზე ფოკუსირდებოდნენ. ბავშვებზე ზრუნვის მომსახურებების და სისტემების განვითარების პროექტი (შემდგომში "პროექტი"), რომელსაც ახორციელებს ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები", გაეროს ბავშვთა ფონდის და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით (UNICEF/USAID) ეხმარება მთავრობას რეფორმის განხორციელებაში, სამი მიმართულებით: (1) ოჯახისა და ბავშვის სიღარიბე, (2) ბავშვზე ძალადობა და უგულებელყოფა, და (3) დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების არაეფექტური გამოყენება. საქართველოს მთავრობამ ასევე შეიმუშავა "ბავშვზე ზრუნვის რეფორმის მიმართულებები" 2010-2011 წლებისთვის, რომლებშიც განსაზღვრულია პრიორიტეტები დაუყონებლივი რეაგირებისათვის. "გადავარჩინოთ ბავშვები", საქართველოს ოფისი, მთავრობის აღნიშნულ ძალისხმევას დაეხმარება შემდეგი სამი მიმართულებით: (1) საქართველოს მთავრობის სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერა ყველა სადღეღამისო დაწესებულებაში ბავშვების სრული შეფასების, ინდივიდუალური მოვლის დაგეგმვის და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად; (2) სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დახმარების გაწევა დაგეგმვასა და სადღეღამისო დაწესებულებებში მყოფი ბავშვების რეინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ბიოლოგიურ ოჯახებთან; მეურვეობა/ნათესაური კავშირების და ოჯახის სხვა წევრებთან მათი დაბრუნების მეშვეობით; და (3) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის ალტერნატიულ მომსახურეობებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება.

პროექტის პრიორიტეტია ბავშვების რეინტეგრაციის ხელის შეწყობა და სახელმწიფო დაწესებულებებიდან ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტის განკარგულებაშია პრევენციის/რეინტეგრაციის ფონდი რომლიდანაც მოხდება ოჯახების მატერიალური და ტექნიკურ დახმარება.

მიზანი:

ინჟინერმა პროექტს უნდა გაუწიოს ტექნიკური დახმარება ბავშვის და ოჯახის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად: ა) უკვე განხორიციელებული და ბ) დაგეგმილი რეინტეგრაციის შემთხვევაში.

დავალებების ჩამონათვალი:

ინჟინერმა უნდა შეასრულოს შემდეგი დავალებები:

- მოინახულოს ბავშვის საცხოვრებელი ადგილი და საქართველოს სამშენებლო ნორმების და სტანდარტების გათვალისწინებით მოამზადოს დეტალური დეფექტურობის აქტი სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით;
- ტექნიკური კონსულტაცია გაუწიოს პროექტს, რომ დადგინდეს თუ რამდენად განხორციელებადია ჩასატარებელი სამუშაოები;
- საჭიროების შემთხვევაში, შეადგინოს სქემატური ნახაზები;
- დაეხმაროს პროექტს სამშენებლო კომპანიების შესარჩევად სატენდერო მოთხოვნების მომზადებაში;
- ზედამხედველობა გაუწიოს დაქირავებულ კონტრაქტორს, რომ შესრულდეს საკონტრაქტო ვალდებულებები, სამუშაოები ჩაბარდეს კონტრაქტით დათქმულ ვადაში და ხარისხი შეესაბამებოდეს ხელშეკრულების პირობებს;
- დაამტკიცოს კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი შუალედური და საბოლოო შესრულების აქტები;
- სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში განახორციელოს მინიმუმ 2 მონიტორინგის ვიზიტი;
 - შეასრულოს სხვა დავალებები.

მენეჯმენტი: ინჟინერი ანგარიშვალდებული იქნება პროექტის უფროსი ოფიცრის მიმართ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი მშენებლობის ან არქიტექტურის დარგში;
- მშენებლობაზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება;
- მშენებლობის ზედამხედველის მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკა;
- სამშენებლო ნორმების, სტანდარტების და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი ხალხთან, ბავშვებთან და მათ ოჯახებთან;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მზადყოფნა რეგიონებში ხშირი ვიზიტებისთვის.

განაცხადის ჩაბარება:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა "კურიკულუმ ვიტა" სამოტივაციო წერილთან ერთად ელექტრონულად უნდა გამოაგზავნონ ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვების" საქართველოს ოფისში, შემდეგ მისამართზე: ajokhadze@savechildren.org არა უგვიანეს 2011 წლის 6 ივლისის 17:00 საათისა.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige