საიტზე დევს 270 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 23:06
RSS
შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  გუდვილი  შ.პ.ს.   ბანკი რესპუბლიკა  ქეა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  DMG WEST LINES 
ალგანი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს დიზაინ სითი  შირნჰოფერი  CHINA 2 GEORGIA  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
ბიდისი აკადემია  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  საგანმანათლებლო ცენტრი   კავკასიის აკადემიური ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  One World  აიელსი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი  
Oxford House  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  P/T/G  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  
   ვაკანსია:

ტენდერი ადაპტური ავეჯის დამზადებაზე

   კომპანია:

გადავარჩინოთ ბავშვები

   განთავსებულია:  1 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  9 სექ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ტენდერი

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები", საქართველოს ოფისი, აცხადებს ტენდერს "ბავშვზე ზრუნვის მომსახურების და სისტემების განვითარების" პროექტის ფარგლებში, დაფინანსებული გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ (UNICEF/USAID).

ტენდერი ცხადდება ადაპტური ავეჯის დამზადებაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის:

1. ადაპტური მაგიდა ჯგუფური მუშაობისათვის (4 ადამიანისათვის) - 24 ცალი.
2. ადაპტური სკამი - 96 ცალი.

ადაპტური ავეჯის აღწერილობა იხილეთ თანდართულ დანართში.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

-  მომწოდებლის, კომპანიის მონაცემები: ქალაქი, მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, საბანკო რეკვიზიტები;
-  საგადასახადო უწყებაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
-  ცნობა, რომ პირის ან კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
-  ინვენტარის ფასი - ერთეულის და ჯამური ღირებულება, ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე;
-  მოწოდების ვადები;
-  საგარანტიო პირობები.

კომერციული წინადადება ძალაში უნდა იყოს მიღების დღიდან ორი თვის განმავლობაში.

საქონელი მოწოდებისთვის მზად უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში. მოწოდება იწარმოებს ეტაპობრივად, ორგანიზაციის მიერ დათქმულ ვადებში. მომწოდებელი პასუხისმგებელია მოწოდებული საქონლის ხარისხზე.

გადახდის პირობები:

თანხის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ორ ეტაპად: I. მთლიანი თანხის 30% ავანსის სახით; II. ბალანსი 70% გადახდილ იქნება საბოლოო ანგარიშფაქტურისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, დოკუმენტების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" იტოვებს უფლებას მიიღოს ან უარყოს ნებისმიერი შემოთავაზება ან გააუქმოს ის, მთლიანად ან ნაწილობრივ, შეაჩეროს შერჩევის პროცესი და უარყოს ყველა შემოთავაზება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა წარმოადგინეთ სატენდერო წინადადება დალუქული კონვერტით, მისამართზე: ქ. თბილისი, გოთუას ქუჩა 20, ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" ოფისში, არაუგვიანეს 2011 წლის 9 სექტემბრის 16:00 საათისა. საკონტაქტო პირი: ანი ჯოხაძე.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige