"გაა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
მოვალეობები:
-საბუღალტრო აღრიცხვის, სალაროს, საბანკო და სხვა მიმდინარე ოპერაციების წარმოება;
-საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
-ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი;
-ფინანსური ანგარიშგების (ანალიზის) მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისათვის.
ძირითადი მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ფინანსურ ან ეკონომიკის სხვა სფეროში;
-ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
-საბუღალტრო პროგრამა "სუპერფინის" სრულყოფილი ცოდნა (პრაქტიკული გამოცდილება);
-საოფისე პროგრამების (Excel, Word) სათანადო ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა; სიახლეების და ცვლილებების დროულად მოპოვების უნარი;
-სასურველია ACCA-ის საკვალიფიკაციო სერთიფიკატის ფლობა;
-სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-ანალიტიკური აზროვნება;
-დეტალებისადმი ყურადღებიანი;
-დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
-პრობლემების დანახვის, ანალიზისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
-აქტიური, შრომისმოყვარე, ორგანიზებული და კომუნიკაბელური.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: 2012 წლის 7 მარტის ჩათვლით.