სსიპ "ბუნებრივი რესურსების სააგენტო" აცხადებს კონკურსს შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე.
კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
-უმაღლესი განათლება იურიდიული ან ეკონომიკური პროფილით; სასურველია კანდიდატს გააჩნდეს ცოდნა და გამოცდილება ბუღალტერიისა და ბიზნესის მართვის სფეროში.
-მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კუთხით; ამასთან, კანდიდატს აუცილებლად უნდა გააჩნდეს ელექტრონული შესყიდვების განხორციელების გამოცდილება და სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს კანონს "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებულ გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესს.
-კომპიუტერული პროგრამების MS Word, MS Excel, Outlook სრულყოფილი ცოდნა;
-კარგი ორგანიზატორული, ასევე სამუშაოს ორგანიზებისა და პრიორიტეტების მიხედვით განაწილების უნარი.
-კარგი კომუნიკაციის უნარი.
-სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და მისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი.
-სასურველია კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ ენას.
ფუნქცია-მოვალეობები:
-სააგენტოს საჭიროებისათვის სხვადასხვა საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვის მიზნით, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
-შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება; პოტენციურ მიმწოდებელთა მოძიება.
-სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მომზადება, მისი ვიზირებისა და მიმწოდებელთან გაფორმების უზრუნველყოფა.
-სააგენტოს დამტკიცებული ხარჯების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა, კვარტალური ანგარიშების შედგენა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა.
-კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის დავალებათა დროული და სრულფასოვანი შესრულება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ქართულ ენაზე უნდა გამოგზავნონ ელ. მისამართზე: 2012 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.
წარმოდგენილი CV-ს მიხედვით მოხდება კანდიდატთა შერჩევა, ხოლო შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე.