"BMC Georgia" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
-ობიექტის სამგანზომილებიანი კომპოზიციის შექმნა და დამუშავება;
-პოლიგრაფიული სარეკლამო და საინფორმაციო მასალის მონახაზის შემუშავება;
-ობიექტების პროექტების გაშიფრვა.
მოთხოვნები:
-განათლება: უმაღლესი ან დაუმთავრებელი უმაღლესი (სამხატვრო).
-გამოცდილება: სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვის სტაჟი.
უნდა იცოდეს:
-მხატვრული გაფორმების საშუალებები და მეთოდები;
-პოლიგრაფიული დიზაინის საფუძვლები;
-ტექნიკური ესთეტიკა;
-გამოსაყენებელი მასალის თავისებურებები;
-გრაფიკული პროგრამები Corel Draw, 3D Max.
კანდიდატი უნდა იყოს:
-კომუნიკაბელური;
-კრეატიული;
-ინიციატივიანი;
-შრომისმოყვარე;
-გაწონასწორებული.
უნდა ჰქონდეს:
-დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
-დარწმუნების უნარი;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-სწრაფი ადაპტაციის უნარი;
-სიახლეების მიღების უნარი;
-ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-სხარტი აზროვნების უნარი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით. აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის სასურველი მინიმალური ხელფასის რაოდენობა ლარებში; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 591 777444 ან 2 356520.
კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ტურად:
I ტური - შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
II ტური - გასაუბრება;
III ტური - ტესტირება.
კომპანიის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ მეორე ტურზე გამოძახებულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ პირველ ტურს (რეზიუმეების შეფასება).