"ბი დი სი აკადემია" იწვევს ნებისმიერ მსურველს, ჟურნალისტიკის თეორიული კურსზე და პრაქტიკაზე ტელევიზიაში.
კურსის კოორდინატორია ნინო არაზაშვილი “დილა მშვიდობისას” წამყვანი და პროდიუსერი.
1. საგაზეთო ჟურნალისტიკა;
2. სატელევიზიო ჟურნალისტიკა;
3. ეკონომიკური ჟურნალისტიკა;
4. მუსიკალური ჟურნალისტიკა;
5. სამშვიდობო ჟურნალისტიკა;
6. ჟურნალისტური გამოძიება;
7. თავისუფალი (ფრილენს) ჟურნალისტიკა;
8. PR ჟურნალისტიკა.
ჟურნალისტის პროფესიული მიზანია, გახადოს რესპონდენტთან და მკითხველთან ურთიერთობის სტილი გააზრებული, სიღრმისეული, ნამდვილი. ისწავლოს თანამოსაუბრის მთავარი სათქმელის გაანალიზება და კომუნიკაციის კონტროლი; მიაღწიოს ეფექტურ და შედეგიან კომუნიკაციას სხვადასხვა ფსიქოტიპის რესპოდენტთან; შეძლოს საგაზეთო მასალის დამუშავება და მთავარი სათქმელის აქცენტირება.
კურსის მიზანი:
მსმენელს მიეცეს თეორიული და პრაქტიკული განათლება ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის არსის და საშუალებების შესახებ, რათა იგი პროფესიული მუშაობის სპეციფიკასთან და უნარ-ჩვევებთან ერთად ფლობდეს თანამედროვე ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმებს.
კურსის მსვლელობისას სათანადო ყურადღება დაეთმობა სტუდენტების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც დაკავშირებულია მასობრივი კომუნიკაციების ტექნიკური საშუალებებით სარგებლობასთან (დიქტოფონი, ინტერნეტი).
თეორიული სწავლის ხანგრძლივობაა 3 თვე. (სურვილის შესაბამისად მსმენელს შეეძლება გააგრძელოს მეცადინეობა).
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
წარმატებულ მსმენელთათვის გაიცემა სარეკომენდაციო წერილიც.
თეორიული კურსის გავლის პარალელურად გთავაზობთ სტაჟირებას ტელევიზიაში, დარადიოში.
სწავლების პერიოდში მოეწყობა შეხვედრები და მასტერ-კლასები ცნობილ ჟურნალისტებთან.
მისამართი: რუსთაველის 36.
ვებ-გვერდი:
ელ-ფოსტა:
ტელეფონი: 2920330; 2 514730