საიტზე დევს 270 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 23:06
RSS
შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ქეა  შარმ ტრეიდინგი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
შ.პ.ს.   ბანკი რესპუბლიკა  ალგანი  CHINA 2 GEORGIA  პროფკურორტი  DMG WEST LINES  თეგეტა მოტორსი 
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კავკასიის უნივერსიტეტი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   საქართველოს უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  
ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  Oxford House  One World   კავკასიის აკადემიური ცენტრი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ბიდისი აკადემია  P/T/G 
   ვაკანსია:

კურსები საგადასახადო-სამეწარმეო საქმეში

   კომპანია:

ბი დი სი აკადემია

   განთავსებულია:  21 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  21 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  academy@bdc-center.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სასწავლო პროგრამები

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

"ბიდისი აკადემია" იწვევს როგორც მოქმედ და დამწყებ ბუღალტრებს, ასევე, ნებისმიერ მსურველს საგადასახადო-სამეწარმეო საქმის შემსწავლელ კურსებზე.

კურსის მიზანია, თანამედროვე პირობებში საგადასახადო სისტემის საფუძვლიანი შესწავლა. მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების კანონზომიერებების, ფუნქციონირების თეორიული საფუძვლების, რეგულირების აუცილებლობის ჩამოყალიბება და ამ მიმართულებით საზღვარგარეთის გამოცდილების მეთოდოლოგიის დაუფლება. კურსი მოიცავს გადასახადის ამოღების ფორმებისა და მეთოდების, საგადასახადო ორგანოების ფუნქციონირების წესებს. აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სახეების ერთობლიობას.

კურსზე განხილული იქნება საქართველოს საგადასახადო და სააღრიცხვო სახეები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის წესები, საერთაშორისო სტანდარტების ბაზაზე გაშუქებული ცალკეული გადასახადები, შემოსვლების, ხარჯების მოთხოვნებისა და ვალდებულებების აღრიცხვის საკითხები.

აღნიშნული კურსის გავლის შედეგად, მსმენელს შეეძლება: საწარმო-ორგანიზაციების, დაწესებულებების ფინანსური მდგომარეობის ანალიზი, განსახორციელებელ ღონისძიებათა შემუშავება და კონტროლი მათ შესრულებაზე. საბანკო ოპერაციების განხორციელება; საბანკო საქმიანობისა და ბანკის პერსონალის მართვის რაციონალური და ეფექტიანი სისტემის შემუშავება, რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს ბაზრის კონიუნქტურას.

გადასახადების ტარიფების გაანგარიშება და მათი ამოღების უზრუნველყოფა. საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულება. სადაზღვეო საქმიანობის რაციონალური და ეფექტიანი წარმართვა, ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით საფინანსო-საბანკო და სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული ეკონომიკურ-სამართლებრივი საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, აგრეთვე, მუშა-მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება.

კურსი მოიცავს შემდეგ მასალებს:

- გადასახადების სოციალურ-ეკონომიკური არსი.
- საგადასახადო სისტემა.
- საგადასახადო პოლიტიკა.
- საქართველოს საგადასახადო სისტემა და საგადასახადო პოლიტიკა, მათი როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
- საქართველოს საგადასახადო სისტემის სრულყოფა.
- საგადასახადო სისტემის მართვის ორგანიზაცია. გადასახადის გადახდის ვალდებულებათა შესრულების საერთო წესები.
- საგადასახადო კონტროლი, საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა.
- საგადასახადო დავა.
- საშემოსავლო გადასახადი და მოგების გადასახადი.
- დამატებითი ღირებულების გადასახადი.
- აქციზი.
- საბაჟო გადასახადი, ქონების გადასახადი.
- განვითარებული ქვეყნების საგადასახადო სისტემები.

კურსის ათვისების შემდეგ მსმენელს შესაძლებლობა ექნება დასახოს საქართველოს საქართველოს საგადასახადო სისტემის წინაშე მდგარი გადაუწყვეტელი პრიორიტეტული პრობლემები და მათი დაძლევის გზები.

სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი. კურსის საფაური შეადგენს 350 ლარს. გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.

მისამართი: რუსთაველის გამზ. N 36.
ტელ: 593 252508 / 2 514730.
ელ-ფოსტა: academy@bdc-center.ge
ვებ-გვერდი: http://www.bdc-center.ge

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige