შპს ბილაინი აცხადებს კონკურსს თბილისის ფილიალში კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის სპეციალისტის ვაკანსიაზე
თანამდებობრივი მოვალეობები:
-პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა
-კორპორატიული განყოფილების დამტკიცებული გეგმის შესრულება (როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური)
-არსებული სააბონენტო ბაზის განვითარება
-ანგარიშგების წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება
-გაყიდვების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
-ქართული ენის (წერითი, სასაუბრო) სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (წერითი, სასაუბრო)
-კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint).
საჭირო თვისებები:
-კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა
-დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
-კლიენტებთან მუშაობის უნარი
-ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი
თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და დაურთოთ სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 100 სიტყვისა), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვნი კანდიდატურა არ განიხილება. სამოტივაციო წერილში წარმოდგენილი იქნება შემდეგი პუნქტები:
1. თქვენი ზოგადი, მოკლე დახასიათება
2. რატომ მიგაჩნიათ რომ შეესაბამებით არსებული პოზიციის მოთხოვნებს
3. თქვენი პირადი, ან პროფესიონალური გამოცდილება, ცოდნა, ან უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პოზიციაზე მოვალეობის შესრულებაში
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 11 იანვრამდე და მიუთითოთ თემა ”Corporate sales specialist_Tbilisi”