სს "ბითიეი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე (დღის და ღამის ცვლა).
ძირითადი ფუნქციები:
- ბანკში დადგენილი სატელეფონო მომსახურების წესებისა და სტანდარტების დაცვა;
- კლიენტის საჭირო ინფორმაციით სრულად უზრუნველყოფა;
- კლიენტის სატელეფონო სერვისით გათვალისწინებული ყველა მომსახურებით უზრუნველყოფა (ანგარიშებს შორის გადარიცხვები და ა.შ.);
- შემოსული ზარების მომსახურების არასათანადო კომპეტენციის შემთხვევაში, კლიენტების გადამისამართება შესაბამის სტრუქტურასთან;
- სატელეფონო გამოკითხვებში მონაწილეობის მიღება;
- გაყიდვების სტიმულირების ჯგუფის მიერ მოწყობილ აქციებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე.
- ტექნიკური უნარ-ჩვევები: კომპიუტერული პროგრამები - MS Office-ის ცოდნა;
- ქართული და რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
- სასურველია ინლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, გუნდურობა.
იგეგმება მუშაობის 24 საათიანი განრიგი - დღის და ღამის ცვლა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტო ელ. მისამართზე: 2011 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. სხვა შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.