სს „ბითიეი ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ფილიალის მმართველის პოზიციაზე.
პროფესიული მოვალეობანი:
- მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების სტანდარტებისა და სასიამოვნო გარემოს არსებობა და მათი მუდმივი მონიტორინგი;
- კლიენტების მომსახურებისას წამოჭრილი პრობლემატური ქეისების დაფიქსირება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან და გადაჭრის გზების მითითება;
- განხორციელებული ოპერაციების პერიოდული კონტროლის განხორციელება მომსახურების დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვის მიზნით;
- მომსახურების ახალი სტანდარტების დამუშავებაში მონაწილეობა, მათი დანერგვის გაადვილების და შემდგომი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;
- ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის მოამზადება და წარადგენა დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;
- ფილიალის/სერვისცენტრის თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაციის უზრუნველყოფა;
შრომითი გამოცდილება:
- საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის სულ ცოტა 3 წლის სტაჟი, მათგან ხელმძღვანელ თანამდებობებზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე) მუშაობის – 1 წლის სტაჟი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საბანკო საქმიანობის წარმოებისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია;
- პროფესიული გამოცდილება, შესაბამისი კომპეტენცია და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- კომპიურეტული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა
- გუნდურობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: . წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი 2011.