სს „ბითიეი ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ფილიალის კონტროლის სპეციალისტის.
ფუნქციები
- კონტროლის განხორციელების ძირითადი მეთოდოლოგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
- ბანკში არსებულ სტანდარტებსა და წესებში მომხდარ ცვლილბებზე მუდმივად თვალყურის დევნება;
- საჭიროების შემთხვევაში სტანდარტებისა და წესების განვითარებაში მონაწილეობა და წინადადებების შემუშავება;
- დარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება სერვის ცენტრის უფროსისათვის და სათანადო სტრუქტურული ერთეულებისათვის;
პროფესიული მოვალეობანი
- მოახდინოს სათანადო რეაგირება ბანკში არსებულ დარღვევებზე, დროულად მიაწოდოს ინფორმაცის სათანადო სტრუქტურულ ერთეულებს;
- გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია ბანკისა და კლიენტების შესახებ უფლებამოსილ პირებზე;
- მოთხოვნის შესაბამისად დაეხმაროს ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციის პროცესში;
- შეასრულოს მისი უშუალო ზემდგომისაგან მიღებული და კოლეგიალური ორგანოების გადაწყვეტილების შესაბამისი დავალებები;
- დაიცვას ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
- მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;
- დაიცვას ბანკის შიდა ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნები;
- თავის საქმიანობას და სხვა სამსახურებთან ურთიერთობას მოეკიდოს კეთილსინდისიერად, პროფესიული ეთიკის დაცვით.
შრომითი გამოცდილება
- საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის სულ ცოტა 1 წლის სტაჟი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საბანკო საქმიანობის წარმოებისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია;
- პროფესიული გამოცდილება, შესაბამისი კომპეტენცია და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- კომპიურეტული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
პიროვნული უნარები
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, გუნდურობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტო შემდეგ ელ. მისამართზე: . წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი 2011.