საგანმანათლებლო ცენტრი "ბი დი სი აკადემია" გთავაზობთ ფარმაცევტთა გადამზადების ტრენინგ-კურსს (თეორია) და სტაჟირებას, ნებისმიერი მსურველისთვის. ტრეინინგები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, რომელთა მიზანია იმუშაონ ან უკვე მუშაობენ ფარმაცევტად და სურთ პროფესიული დონის ამაღლება.
თეორიული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს.
თემები:
სამედიცინო ფარმაკოლოგია. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების შესწავლა (განსაკუთრებით ყურადღება მიექცევა ურეცეპტოდ გასაცემ საშუალებებს). მედიკამენტთა თითოეული ჯგუფის განხილვა იმ დაავადებათა კლინიკასთან ერთად, რომლის დროსაც ინიშნება ეს მედიკამენტები.
ფარმაკოლოგიის თემატიკა:
- ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები,
- ანტიბაქტერიული საშუალებები.
- ანტიმიკოზური საშუალებები.
- ანტივირუსული საშუალებები. გლუკოკორტიკოსტეროიდები
- გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები
- ბრონქოლიზური საშუალებები. მუკოლიზური და ამოსახველებელი პრეპარატები.
- ანტიჰისტამინური პრეპარატები. ჰომეოპათიური საშუალებები. იმუნოსტიმულატორები.
- კუჭ-ნაწლავის სისტემაზე მოქმედი პრეპარატები.
- ანალგეზიური პრეპარატები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
- ონკოლოგიური დაავადების დროს გამოყენებული პრეპარატები
- ვიტამინები, პოლივიტამინები და მიკროელემენტები
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს გამოყენებული პრეპარატები. ანორექსიგენული პრეპარატები. ფოსფორის და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ლიპიდური ცვლის მარეგულირებელი საშუალებები.
მსმენელები ერთ თვიან პრაქტიკას გაივლიან სხვადასხვა წამყვან აფთიაქებში; განაწილება შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვითაც კი (სურვილისამებრ).
ტრეინინგის მონაწილენი უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით. კურსის დასრულების შედეგად გაიცემა ორ ენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
ტელ: 2 920330, 2 514730, 593 252508
ელ-ფოსტა:
ვებ-გვერდი: