ბიდისი აკადემია აცხადებს ტრეინინგ პროგრამას საბანკო საქმესა და საბანკო მენეჯმენტში. (წარმატებულ მსმენელებს შესაძლებლობა გექნებათ პრაქტიკა გაიაროთ პრივატ ბანკსა და ბაზის ბანკებში)
ტრეინინგ პროგრამა განკუთვნილია მსმენელთათვის რომლებიც დაინტერესებულნი არიან საბანკო საქმის შესწავლით და სურთ დასაქმდნენ ამ სექტორში. ასევე მათთვის ვინც უკვე მუშაობს საბანკო სფეროში და სურს ცოდნის გაღრმავება და კვალიფიკაციის ამაღლება.
კურსის მსვლელობისას მონაწილეთა მოთხოვნით ლექტორი შეეხება სხვა საკითხებსაც პროგრამისათვის განკუთვნილ დროის ფარგლებში. ასევე სასწავლო კურსი მორგებული იქნება ყველა მსმენელის ეკონომიკური ცოდნის შესაბამისად.
პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებზე, სლაიდებსა და პრეზენტაციებზე. მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო სასწავლო მასალებით. ტრეინინგის დასრულების შემდეგ მსმენელებს ჩაუტარდებათ ტესტირება. ტესტირების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი დონეების მიხედვით, ასევე რეკომენდაცია შემდგომი დასაქმებისათვის, ტრეინინგ კურსის დასრულების შემდეგ პირველი კატეგორიის შემთხვევაში.
მსმენელები გაივლიან სურვილის შესაბამისად ერთ ან ორ თვიან სტაჟირებას მიკრო საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებში - ფინანსისტად, მოლარე ოპერატორად და სესხის ოპერატორად. საბანკო საქმის საუკეთესო კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან ბანკში დასაქმების პექსპექტივით, (შესაძლებლობა გექნებათ პრაქტიკა გაიაროთ პრივატ ბანკსა და ბაზის ბანკებში).
სწავლის ღირებულების გადახდა ხდება ეტაპობრივად, რადგანაც ვცდილობთ ჩვენთან ტრეინინგის გავლა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ჩაწერა მომდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. გაიცემა სერთიფიკაი და სარეკომენდაციო წერილი. ბაზის ბანკი თავის მხრივ გასცემს ასევე სერთიფიკატს.
მის: რუსთაველის 36 . I. სადარბაზო II სართული
ტელ: 292 03 30/51-47-30 593-25-25-08