საიტზე დევს 270 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 23:06
RSS
ქეა  ალგანი  შ.პ.ს.   CHINA 2 GEORGIA  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  პროფკურორტი  შირნჰოფერი 
თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  გუდვილი  DMG WEST LINES  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი 
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი  One World   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ბიდისი აკადემია  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   P/T/G ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  აიელსი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  
ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  Oxford House  საგანმანათლებლო ცენტრი   კავკასიის უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  საქართველოს უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა 
   ვაკანსია:

ტრეინინგ-კურსები ბუღალტერიაში

   კომპანია:

ბიდისი აკადემია

   განთავსებულია:  30 აგვ. 2011
   ბოლო ვადა:  30 სექ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  academy@bdc-center.ge
   ტელეფონი:  292 03 30/51-47-30 593-25-25-08
   კატეგორია:

ტრენინგი

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

ბუღალტერიის შემსწავლელი კურსები (თეორია, სტაჟირება, საბუღალტრო  კომპიუტერული  პროგრამები  ორისი  და  ინფო და სუპერფინი).

ბი დი სი აკადემია გთავაზობთ ტრეინინგ-კურსს ბუღალტერიაში, პროგრამა განკუთვნილია იმ მსმენელთათვის, რომელთაც სურთ, აწარმოონ ნებისმიერი საწარმოს საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართონ საგადასახადო აღრიცხვიანობა. თქვენ შეისწავლით საბუღალტრო აღრიცხვასა და პრაქტიკულ ბუღალტერიას ბასს-ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ტრეინინგ-პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

-  ფინანსური აღრიცხვის ზოგადი პრინციპები;
-  ფინანსური ანგარიშგების პაკეტი;
-  მოგება-ზარალის ანგარიშგება;
-  ფულადი საშუალებების მოძრაობის უწყისი;
-  ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები;
-  ძირითადი დაშვებები ბუღალტრულ აღრიცხვაში;
-  არამატერიალური აქტივები, სახეები და აღრიცხვა;
-  შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
-  გუდვილისა და იჯარის აღრიცხვა;
-  ფინანსური შედეგების გაანგარიშება;
-  ინვესტიციები და უცხოური ვალუტა;
-  ანგარიშთა გეგმა;
-  ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების საბუღალტრო საქმის მართვა.

პროგრამის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ დამოუკიდებლად იმუშაოთ ნებისმიერ საწარმოში ბუღალტრად, აწარმოოთ საბუღალტრო დოკუმენტაცია და ფინანსური ანგარიშგება, დეკლარაციების შევსება, საშემოსავლო, ქონების, დღგ-ს გადასახადების გაანგარიშება, მოგება-ზარალის ბალანსის შედგენა.

ტრენინგის დასასრულს ჩატარდება ტესტირება, რის საფუძველზეც გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი. წარჩინებულებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ შემდგომ დასაქმებაში.

ტრენინგ-პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებზე, პრაქტიკულ ამოცანებსა და სავარჯიშოებზე.  თეორიული კურსის გავლის   შემდეგ   მსემნელები გაივლიან კომპიუტერულ პროგრამა ორისს. თეორიული და კომპიუტერული კურსის გავლის შემდეგ შესაძლებლობა გეძლევათ  გაიროთ პრაქტიკული ბუღალტერია.

კურსი გათვალისწინებულია როგორც  დამწყებ  ბუღალტერთათვის , ასევე პროფესიონალებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ პროფესიული ცოდნის დონე.
კურსის გავლა შეუძლია ასევე  ნებისმიერ მსურველს.

პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი მოიცავს:

- კონკრეტული ორგანიზაციების მიმდინარე წლის პირველად  დოკუმენტაციასთან მუშაობას.
- საჭირო პირველადი დოკუმენტების დამუშავებას.
- საბანკო ოპერაციების კონტროლს, მართვასა და მოწესრიგებას.
- ბანკი-კლიენტში საბანკო ოპერაციების წარმოებას.
- სახელფასო უწყისის მომზადებას.
- ყოველთვიური საშემოსავლო დეკლარაციის შევსებასა და ჩაბარებას.
- ცალკეული გადასახადები (დღგ, აქციზი, ქონების, მოგების,საბაჟო გადასახადი)
- საგადასახადო ანგარიშგებასა და საგადასახადო კონტროლი;
- კორექტირება საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხბვას შორის.
- პრაქტიკული კაზუსების განხილვა.
- ხელშეკრულებების სახეები (ხელშეკრულებების პირობების ჩამოყალიბება და ხელშეკრულებებისის მომზადება) 

კურსის გავლის შემდგომ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

მის: რუსთაველის 36 . I. სადარბაზო  II სართული
ტელ: 292 03 30/51-47-30  593-25-25-08
www.bdc-center.ge
ელ-ფოსტა: academy@bdc-center.ge

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige