BDO წამყვანი აუდიტური და საკონსულტაციო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო კონსულტანტის ასისტენტის თანამდებობაზე საგადასახადო მომსახურების განყოფილებაში (სრული განაკვეთით, ექვსთვიანი სტაჟირების პერიოდით).
მოვალეობები:
- საგადასახადო კონსულტანტის დახმარება პროექტის წარმართვაში
- პროექტებში მონაწილეობის მიღება
- თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება
- საგადასახადო კანონმდებლობაზე მუშაობა
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში, სასურველია ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის ან ბუღალტერიის სპეციალობით, (დამამთავრებელი კურსი ან/და კურსდამთავრებულები)
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა თავისუფლად: წერა, კითხვა და საუბარი (სასურველია ბიზნეს ინგლისურის კარგად ცოდნა)
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, ორგანიზატორული ნიჭი, პასუხისმგებლობის გრძნობა
- გამართულად მსჯელობის და წერილობითი და ზეპირი გადმოცემის უნარი
- მივლინებებში წასვლის შესაძლეობლობა
უპირატესობად ჩაითვლება საგადასახადო კოდექსის ცოდნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული აპლიკაციის ფორმა ფოტოსურათით (იხილეთ თანდართული ფაილი) შემდეგ მისამართზე jobs@bdo.ge გთხოვთ, თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვებ-გვერდის მისამართი: განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2011 წ.