შპს "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება შესაბამის სფეროში;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია სავაჭრო სფეროში)
- საბუღალტრო პროგრამა "ორისის" ცოდნა (პრაქტიკული გამოცდილება)
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა და სიახლეების და ცვლილებების დროულად მოპოვების უნარი.
- 1C ბუღალტერიის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
მოვალეობები:
- ყველანაირი საბუღალტრო გატარებების წარმოება
- ბუღალტრული დოკუმენტაციის სისრულესა და სიზუსტეში მოყვანა
- კომპანიის ხელმძღვანელის მიერ დავალებული საქმეების დროულად და ხარისხიანად შესრულება
- კომპანიის შიდა და გარე მოთხოვნების და ვალდებულებების წარმოება
- ყოველთვიურად ანგარიშის მომზადება-ანალიზი (მოგება-ზარალი, დებიტორ-კრედიტორები).
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- პრობლემების დანახვისას, ანალიზისა და მისი გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
- აქტიური, კომუნიკაბელური, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ხელფასი: განისაზღვრება ცოდნის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოთხოვნებს და შემდგომ გამოგზავნოთ CV (ქართულ ენაზე) ელ. მისამართზე: , მხოლოდ კომპეტენტურმა პირებმა. დამწყებებს და არაპროფესიონალებს გთხოვთ, ნუ გამოგვეხმაურებით.
გაცნობებთ: ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი). წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.