შპს "ბერტა" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის თანამდებობაზე.
სტრუქტურული ერთეული: ტექნიკური სამსახური.
ვაკანტური ადგილის რაოდენობა: 3 (სამი).
მდებარეობა: მცხეთა, წეროვანი.
სამუშაო რეჟიმი: 9:00 - 18.30.
ძირითადი მოვალეობები: დანადგარების გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა; დანადგარების გეგმიური მომსახურება და დაგეგმვა; დაზიანების შემთხვევაში პრობლემების დროული აღმოფხვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- მანქანა დანადგარების ტექნიკური მომსახურების ცოდნა;
- მექანიკოსად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
აპლიკანტი უნდა ხასიათდებოდეს შემდეგი თვისებებით:
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პრინციპულობა;
- საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა;
- კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
კანდიდატებმა CV უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, მისამართზე: hr@berta.ge | CC: i.gozalishvili@berta.ge 2011 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. არასრული ფორმით მიღებული განცხადება არ განიხილება. გთხოვთ, ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.