შპს "ბერტა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
მდებარეობა: მცხეთა, წეროვანი
კატეგორია: ფინანსური სამსახური
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
ხელფასი: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქცია: მთავარი ბუღალტერი პასუხისმგებელია ბუღალტერიის მთლიან სპექტრზე, სახელმწიფო ბიუჯეტთან და შიდა მმართველობით სფეროსთან პერიოდულ ანგარიშსწორებაზე.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
-ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება საგადასახადო ორგანოებისთვის;
-პირველადი დოკუმენტების სისწორის უზრუნველყოფა;
-საკონტროლო სალარო აპარატების მართებული ექსპლუატაციის კონტროლი;
-საბანკო გადარიცხვების წარმოება;
-წარმოების ბუღალტერიის მართვა და კონტროლი;
-ნაღდი ფულის მიმოქცევის კონტროლი;
-პირველადი დოკუმენტების და ფინანსური ინფორმაციის დამუშავება და სრულად ასახვა საბუღალტრო პროგრამაში "Exact"-ი;
-იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა;
-სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთების კონტროლი;
-ძირითადი საშუალებების აღრიცხვის კონტროლი;
-სხვა ბუღალტრების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
-ნებისმიერი წამოჭრილი პრობლემის შესახებ შიდა მმართველობითი სფეროს ინფორმირება და გადაჭრის გზების შეთავაზება.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
-უმაღლესი განათლება ფინანსების, მათემატიკის ან ეკონომიკური განხრით;
-ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
-საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
-სასურველია ACCA საკვალიფიკაციო სერტიფიკატის ფლობა;
-მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ამავე პოზიციაზე (სასურველია წარმოება);
-საბუღალტრო პროგრამების ცოდნა, სასურველია "Exact"-ის;
-სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
-ორგანიზებული, სიტუაციაში ადვილად გარკვევის უნარით;
-ანალიტიკური აზროვნება;
-დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
-პრობლემის დანახვისას, ანალიზისა და მისი გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
-აქტიური, კომუნიკაბელური, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
ურთიერთობები:
-შიდა: კომპანიის ფინანსური განყოფილება, უმაღლესი მენეჯმენტი.
-გარე: საგადასახადო ორგანოები, ბანკები, აუდიტორები, დებიტორ-კრედიტორები.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და შრომით ბაზარზე არსებული პრაქტიკის მიხედვით.
საბუთების წარდგენის პროცედურა: დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ფოტოსურათით მისამართზე: 2012 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.