საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "ბებე+" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე ქალაქ ბათუმის ფილიალში.
ხელფასი შეადგენს 280 ლარს, ამას დამატებული ბონუსი ნავაჭრის პროცენტის სახით.
მოვალეობები:
-კლიენტისთვის პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება
-სასიამოვნო ურთიერთობა კლიენტებთან.
მოთხოვნები:
-სქესი: მდედრობითი
-ასაკი: 18-დან 25 წლამდე
-სასიამოვნო გარეგნობა
-დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა
-ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
-სხარტი აზროვნების უნარი
-სტრესულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა
-ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
-სწრაფად ათვისების უნარი.
დასაქმების მსურველ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ. მისამართზე: (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება).
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.