კომპანია ბარამი არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 15 წელიზე მეტია მუშაობს ქართულ ბაზარზე.
http://barami.ge
კომპანია გაფართოების მიზნით აცხადებს ვაკანსიას მარნეულის ფილიალისთვის ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით (მენეჯმენტი, ბიზნესი, მარკეტინგი, ეკონომიკა);
- მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
- აუცილებელია აზერბაიჯანული, ინგლისური ენების კარგი ცოდნა (სხვა უცხო ენის ცოდნას ენიჭება უპირატესობა)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
მოვალეობები:
- ფილიალის შეუფერხებელი მართვის უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
- პოტენციური კლიენტების მოძიება და ფილიალის მაქსიმალური დატვირთვის უზრუნველყოფა;
- კლიენტების მოზიდვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარება;
- ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.
უნარები:
- იდეებისა და აზრების ლოგიკურად და რაციონალურად გადმოცემა
- მოთხოვნების ანალიზი და კარგი კომუნიკაცია
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა
- გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობა
- სამუშაო დროის ეფექტური გამოყენება
- კომპანიის იმიჯზე ზრუნვა
- კომპანიასთან ერთად მუდმივად განვითარებისა და ზრდის სურვილი.
შერჩევა ჩატარდება რამოდენიმე ეტაპად.განცხადებები გამოაგზავნეთ hr@barami.us სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს