შპს "ბარამბო" აცხადებს ვაკანსიას სერვის ინჟინრის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი.
ძირითადი მოვალეობები:
- დანადგარების ტექნიკური დოკუმენტაციების შესწავლა;
- საჭიროების მიხედვით კონტაქტი დანადგარების მომწოდებელ კომპანიებთან, რეკომენდაციების მიღება დანადგარების ექსპლუატაციის შესახებ.
- დანადგარების დოკუმენტაციისა და მომწოდებელი კომპანიების რეკომენდაციების მიხედვით გეგმიური მომსახურების გრაფიკების შედგენა ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების გათვალისწინებით;
- გრაფიკების მომსახურე პერსონალზე გაცნობა და მათი შესრულების მოთხოვნა.
- მარაგი ნაწილების კონტროლი; შესყიდვებისთვის შესაკვეთ ნაწილებზე ინფორმაციის დროული მიწოდება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოწესრიგებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: 2012 წლის 14 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.