შპს "ბარამბო" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე ნატახტარში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-სასურველია ნაყინის სადისტრიბუციო კომპანიაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
-პროდუქციის ხაზის მთლიანი ციკლის მართვა, დაწყებული სტრატეგიული დაგეგმარებიდან და დამთავრებული ტაქტიკური სქემის შემუშავებამდე;
-საბაზრო კვლევის ჩატარების მიხედვით, საბაზრო მოთხოვნების შედგენა მიმდინარე და სამომავლო პროდუქციისთვის;
-საბაზრო მოთხოვნების მიხედვით გადაწყვეტილებების მიღება;
-პოტენციურ თანამშრომლებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმის შედგენა;
-რეპორტინგის სისტემის ჩამოყალიბება.
უცხო ენების ცოდნა:
-ინგლისური - ძალიან კარგად;
-რუსული - კარგად.
პიროვნული თვისებები:
-დაკვირვებული;
-პასუხისმგებლიანი;
-გუნდის მართვის უნარი;
-სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
-მიზანსწრაფული;
-კეთილსინდისიერი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ მისამართზე: 2012 წლის 29 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, გზავნილს მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.