სს ბანკი „რესპუბლიკა“, ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ აცხადებს ვაკანსიას შესაბამისობის უზრუნველყოფის (კომპლაენსის) ოფიცრის თანამდებობაზე:
ძირითადი ამოცანა:
- ბანკის შიდა საინსტრუქციო მასალებისა და ბანკში მიმდინარე პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა საბანკო სექტორის მარეგულირებელ საქართველოს საკანონმდებლო–ნორმატიულ ბაზასთან, შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთან და პროფესიული ეთიკის ნორმებთან.
ძირითადი ფუნქციები:
- შესაბამისობის უზრუნველყოფის საკითხებზე ბანკის შიდა ინსტრუქციების შემუშავება
- შეუსაბამობის რისკების გამოვლენა და მათი პრევენციისათვის წინადადებების მომზადება
- შეუსაბამობის ფაქტების დაფიქსირების შეთხვევაში, მათ გაანალიზებაში და აღმოფხვრაში მონაწილეობის მიღება
- შესაბამისობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება
- საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო–ნორმატიული ბაზის სისტემატური შესწავლა მასში შეტანილ ცვლილებებსა და სიახლეებზე დროული რეაგირების უზრუნველსაყოფად
- ბანკის თანამშრომლებისათვის შესაბამისობის უზრუნველყოფის საკითხებში ტრეინინგების და საინფორმაციო პროგრამების განხორციელება
ძირითადი მოთხოვნები (განათლება, გამოცდილება და სხვ.):
- უმაღლესი განათლება (იურისპრუდენცია, ფინანსები, ბიზნეს–ადმინისტრირება, ეკონომიკა)
- საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო–ნორმატიული ბაზის კარგი ცოდნა
- საბანკო საქმიანობის (პროდუქტები, მომსახურება) ძირითადი პრინციპების ცოდნა
- პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვისადმი მართებული და პრინციპული დამოკიდებულება
უნარები:
- დამოუკიდებლად მუშაობა
- ანალიტიკური და კომპლექსური აზროვნება
- კომუნიკაბელურობა
- ინგლისური ენის კარგ დონეზე ფლობა
- კომპიტერზე მუშაობის უნარები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ელ–ფოსტის სათაურში (გრაფაში „subject“) გთხოვთ მიუთითოთ ის პოზიცია რომელზეც განცხადება შემოგაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2011