სს ბანკი „რესპუბლიკა- ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი“ აცხადებს კომერციული სტრატეგიის განვითარების ოფიცრის ვაკანსიას სტრატეგიული მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების სამსახურში.
ძირითადი მოვალეობები:
-ბიზნესპროცესების და პროდუქტების მომგებიანობის ანალიზი;
- ბიზნესმიმართულებების, პროდუქტების ხაზების და მომსახურების დისტანციური არხების განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება;
- სხვადასხვა კომერციული შესაძლებლობების განსაზღვრა, ანალიზი და დამუშავება;
- ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- კლიენტების სეგმენტაციის კვლევა;
- კვლევებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
ზოგადი მოთხოვნები:
- მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების ან დაკავშირებულ სფეროში;
- საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება (პროდუქტების შემუშავება/მარკეტინგი/პროექტების მართვა);
- პრეზენტაციისა და ანგარიშგების გამორჩეული უნარი;
- ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა;
- უპირატესობად მიიჩნევა ბიზნესმოდელირების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: არა უგვიანეს 9 დეკემბრისა. ელფოსტის სათაურში (გრაფაში - subject) გთხოვთ მიუთითოთ ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განცხადება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.