სს ბანკი "რესპუბლიკა", ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე (თბილისის საფილიალო ქსელში).
ძირითადი მოვალეობები:
- სწრაფი ფულადი გზავნილების და გადარიცხვების განხორციელება;
- ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
- ბარათების მომსახურება (თანხის გამოტანა, საბარათე ანგარიშზე თანხის შეტანა და სხვ.)
- საბანკო გადარიცხვების (ადგილობრივი და საერთაშორისო) შესრულება და სამოგზაურო ჩეკები;
- ვალუტის გაცვლა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში;
- იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები.
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- ადვილად ათვისების უნარი, დავალებებისთვის თავის ადვილად გართმევის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოწესრიგებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტო სავალდებულოა) შემდეგ მისამართზე: career@republic.ge.
ელ-ფოსტის სათაურში (გრაფაში "subject") გთხოვთ მიუთითოთ ის პოზიცია,
რომელზეც განცხადება შემოგაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება
არ განიხილება.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2011.