სს ბანკი რესპუბლიკა/ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი აცხადებს ვაკანსიას მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების ოფიცრის პოზიციაზე, თელავის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
-პოტენციური კლიენტების მოზიდვა
-მიკრო და მცირე ბიზნესების ანალიზი და მათი ფინანსური საჭიროებების შეფასება
-საკრედიტო შეთავაზებების მომზადება და წარდგენა "საკრედიტო კომიტეტისათვის"
-სესხების ჯანსაღი პორტფელის შექმნა და მართვა
-გრაფიკის შესაბამისად სესხის დაფარვის კონტროლი.
მოთხოვნები:
-ბაკალავრის დიპლომი ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში
-ბიზნეს დაკრედიტების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
-წერილობითი და ზეპირი მეტყველების განსაკუთრებულად კარგი უნარი
-რუსული/ინგლისური ენების ცოდნა
-საოფისე პროგრამების ცოდნა
-კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი
-გუნდში მუშაობის უნარი
-სწავლის და კვალიფიკაციის გაუმჯობესების სურვილი
-ანალიზის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: 2012 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.