სს ბანკი "რესპუბლიკა", ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" აცხადებს ვაკანსიას მიკრო დაკრედიტების ოფიცრის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოზიდვა
- მიკრო ბიზნესის ანალიზი და მათი ფინანსური საჭიროებების შეფასება
- საკრედიტო შეთავაზებების მომზადება და წარდგენა "საკრედიტო კომიტეტისათვის"
- მიკრო სესხების ჯანსაღი პორტფელის შექმნა და მართვა
- გრაფიკის შესაბამისად სესხის დაფარვის კონტროლი.
მოთხოვნები:
- ბაკალავრის დიპლომი ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში
- მიკრო დაკრედიტების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- წერილობითი და ზეპირი მეტყველების განსაკუთრებულად კარგი უნარი
- რუსული/ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი
- სწავლის და კვალიფიკაციის გაუმჯობესების სურვილი
- ანალიზის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@republic.ge 2011 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით. აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.