სს ბანკი რესპუბლიკა/ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი აცხადებს ვაკანსიას სამომხმარებლო და იპოთეკური დაკრედიტების ოფიცრის პოზიციაზე, თელავის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
-გაყიდვების საქმიანობის განხორციელება.
-პოტენციური კლიენტების მოზიდვა.
-მსესხებლის ფინანსური ანალიზი, დამუშავება და დამტკიცება.
-სესხების გაცემა.
-გაცემული სესხების დაფარვის კონტროლი.
-ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სადეპოზიტო ანგარიშების გახსნა-დახურვა, ცვლილება.
-კლიენტებთან KYC ინტერვიუს ჩატარება.
მოთხოვნები:
-ბაკალავრის დიპლომი ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში
-დაკრედიტების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
-წერილობითი და ზეპირი მეტყველების განსაკუთრებულად კარგი უნარი
-რუსული/ინგლისური ენების ცოდნა
-საოფისე პროგრამების ცოდნა
-კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი
-გუნდში მუშაობის უნარი
-სწავლის და კვალიფიკაციის გაუმჯობესების სურვილი
-ანალიზის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: ან დატოვოთ განაცხადები თელავის ფილიალში, შემდეგ მისამართზე: მარჯანიშვილის 4. აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.