ს.ს. "ბანკი კონსტანტა" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების საკითხებში ტრენერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაგისტრის ან ბაკალავრის ხარისხი (ფსიქოლოგია, მენეჯმენტი);
- ტრენინგების ჩატარების მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ტრენინგების აუცილებლობის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და ტრენინგების გრაფიკის დაგეგმვა;
- "სერვის პლუსის", ეფექტური მოლაპარაკებების, გაყიდვების, გუნდურობის
ტრენინგების მოდულების შემუშავება, განვითარება, ტრენინგების საპრეზენტაციო
მასალების მომზადება და ჩატარება;
- სწავლების ეფექტურობის განსაზღვრა;
- დატრენინგებულ თანამშრომელთა შეფასება ტრენინგის განმავლობაში და ტესტირების ჩატარება;
- ტრენინგების მიმდინარე პროცესების შესახებ კვარტალური ანგარიშგების გაკეთება;
- აღნიშნულ თანამდებობაზე მომუშავე თანამშრომელს მოუწევს ხშირი მივლინებები საქართველოს რეგიონებში, "კონსტანტას" მასშტაბით.
უნარები:
- ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
- აქტიურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია 2012 წლის 18 იანვრამდე, შემდეგ მისამართზე:
სათაო ოფისი
წერეთლის გამზ. 117, თბილისი 0119
ტელ: (995 32) 2 401401
ელფოსტა: jobs@constanta.ge (გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება)