საიტზე დევს 257 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს დიზაინ სითი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შპს.   შ.პ.ს.   პროფკურორტი  ქეა  შირნჰოფერი 
თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შარმ ტრეიდინგი  ARAY Tomorrow  DMG WEST LINES 
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  P/T/G  Oxford House  ბიდისი აკადემია  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  One World  საგანმანათლებლო ცენტრი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  
აიელსი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კავკასიის აკადემიური ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

სხვადასხვა

   კომპანია:

ბანკი კონსტანტა

   განთავსებულია:  6 იან. 2012
   ბოლო ვადა:  5 თებ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  jobs@constanta.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საბანკო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

ს.ს. "ბანკი კონსტანტა" თბილისის განყოფილებისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. განყოფილების უფროსი

ძირითადი მოვალეობები:

- განყოფილებაში სამუშაო პროცესების მართვა;
- პერსონალის მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით ახალი კადრების შერჩევაში მონაწილეობის მიღება, დაკომპლექტება და შესაბამისი ფუნქციების გადანაწილება;
- შრომითი დისციპლინის დაცვა;
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება;
- სათაო ოფისთან შეთანხმებით განყოფილების ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულების კონტროლი;
- შიდა საკრედიტო კომიტეტის წარმართვა, საკრედიტო რისკების შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- ბაკალავრის ან მაგისტრის წოდება ეკონომიკის, საბანკო საქმის ან ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში;
- საფინანსო ან საბანკო სფეროში მუშაობის 2 წლის სტაჟი, მათ შორის 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად);
- სავალდებულოა საკრედიტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მენეჯერული უნარ-ჩვევები;
- პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- საქმისადმი დამოუკიდებელი მიდგომა;
- რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაბელობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა.

2. საკრედიტო ჯგუფის უფროსი

კანდიდატს მოეთხოვება:

- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური);
- ბანკში მუშაობის მინიმუმ ერთი წლის გამოცდილება (საკრედიტო სფეროში);
- სასესხო-საფინანსო ოპერაციების ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელობა და ჯგუფთან მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა.

3. ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი

კანდიდატს მოეთხოვება:

- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური)
- ბანკში იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა და ჯგუფთან მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

4. ოპერატორი

კანდიდატს მოეთხოვება:

- კლიენტთა კონსულტაცია;
- ყველა სახის საკასო და საოპერაციო მომსახურება;
- საბანკო პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა;
- ახალი კლიენტების მოზიდვა.

კვალიფიკაცია:

- მინიმუმ 1 წლიანი საბანკო გამოცდილება ოპერატორის პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად);
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსების განხრით (სასურველია);
- საქმისადმი დამოუკიდებელი მიდგომა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
- სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - "ბანკი 2000" (Alta);
- კომუნიკაბელობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა.

5. მოლარე-ოპერატორი

კანდიდატს მოეთხოვება:

- კლიენტთა კონსულტაცია;
- ყველა სახის საკასო და საოპერაციო მომსახურება;
- საბანკო პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა;
- ახალი კლიენტების მოზიდვა.

კვალიფიკაცია:

- მინიმუმ 1 წლიანი საბანკო გამოცდილება ოპერატორის პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად);
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსების განხრით (სასურველია);
- საქმისადმი დამოუკიდებელი მიდგომა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - "ბანკი 2000" (Alta);
- კომუნიკაბელობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა.

6. ლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი

კანდიდატს მოეთხოვება:

- უმაღლესი განათლება;
- ბანკში იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა და ჯგუფთან მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

7. გარე გაყიდვების აგენტი

კანდიდატს მოეთხოვება:

- საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების წარმოება;
- საბანკო პროდუქტებით დაინტერესებულ პირებთან სისტემატური კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- შედეგებზე ორიენტაცია - ყოველთვიური დავალებების ზედმიწევნით შერულება.

კვალიფიკაცია:

- უმაღლესი განათლება; (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
- კარგი პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარი;
- ენერგიულობა, ორგანიზებულობა, მოტივირებულობა;
- გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია 2012 წლის 5 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე:

სათაო ოფისი
წერეთლის გამზ. 117, თბილისი 0119
ტელ: (995 32) 2 401 401
ელფოსტა: jobs@constanta.ge

გთხოვთ, მიუთითოთ, თუ რომელ პოზიციაზე და რომელ განყოფილებაში გსურთ მუშაობის დაწყება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige