ს.ს. "ბანკი კონსტანტა" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციოს უფროსის პოზიციაზე, იმერეთის რეგიონის შემდეგი ფილიალებისთვის: სამტრედია, ქუთაისი, ზესტაფონი.
კანდიდატს მოეთხოვება:
-კლიენტებისაგან მიიღოს ზუსტი ინფორმაცია შესასრულებელი ოპერაციის შესახებ, მოახდინოს კლიენტის ინფორმირება მისი კომპეტენციის ფარგლებში;
-პასუხისმგებელია მის მიერ განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვისა და ოპერაციების შესაბამისი დღიური საბუთების არსებობაზე;
-საოპერაციო განყოფილების უფროსი ვალდებულია მოემსახუროს კლიენტს პირადობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე კლიენტის იდენტიფიკაციის შედეგად;
-კლიენტის ანგარიშებზე განახორციელოს შემოსავლის ოპერაციები შემოსავლის ორდერის გამოწერის კუთხით;
-კლიენტის ანგარიშებიდან განახორციელოს გასავლის ოპერაციები, გასავლის ორდერის და საფულე ჩეკის გამოწერის კუთხით;
-კლიენტის დავალებით შეასრულოს გადარიცხვის (სალარე, სავალუტო) ოპერაციები;
-შეასრულოს უნაღდო კონვერტაციის ოპერაცია;
-გახსნას ფიზიკური და იურიდიული პირების მულტისავალუტო ანგარიშები, ასევე სადეპოზიტო ანგარიშები, კლიენტის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ;
-დაარეგისტრიროს პლასტიკური ბარათების მოთხოვნის განაცხადი;
-საბანკო ოპერაციების განხორციელებისას მოახდინოს კლიენტის ინფორმირება;
-საოპერაციო დღის განმავლობაში განახორციელოს სალარე, სავალუტო გადარიცხვების (დაწესებული ლიმიტის ფარგლებში) შემოწმება და პირველადი ავტორიზაცია;
-კონსულტაცია გაუწიოს კლიენტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე;
-მოახდინოს საოპერაციო დღის განმავლობაში კლიენტების გადამისამართება ოპერატორებთან, კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად;
-საოპერაციო დღის განმავლობაში განახორციელოს საოპერაციო განყოფილების საქმიანობის ორგანიზება;
-საოპერაციო დღის ბოლოს მოახდინოს დღის განმავლობაში შესრულებული ოპერაციების შემოწმება და დაწესებული ლიმიტის ფარგლებში მისცეს ავტორიზაცია;
-საოპერაციო დღის განმავლობაში მოახდინოს დღის განმავლობაში გახსნილი ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების შემოწმება (საბუთები, დასკანერებული ხელმოწერის ნიმუშის არსებობა, დასკანერებული პირადობის მოწმობის არსებობა) და შესაბამისად განახორციელოს ბანკის კლიენტების ავტორიზება საოპერაციო პროგრამაში;
-საოპერაციო დღის ბოლოს მოახდინოს დღის განმავლობაში გახსნილი ანაბრების შემოწმება (საბუთები, დასკანერებული ხელშეკრულებების არსებობა) და შესაბამისად განახორციელოს ბანკის კლიენტების ანაბრების ავტორიზება საოპერაციო პროგრამაში;
-საოპერაციო დღის ბოლოს მოახდინოს პლასტიკური ბარათების დამზადების განაცხადების; კლიენტებზე ბარათების და პინების გადაცემის ავტორიზაციების შემოწმება საოპერაციო პროგრამაში;
-განახორციელოს სალაროს დღიური საბუთების შემოწმება და ხელმოწერა;
-დააფორმიროს დღიური საბუთები ოპერაციების სახეების მიხედვით, ყოველი საოპერაციო დღე ცალ-ცალკე.
კვალიფიკაცია:
-მინიმუმ 2 წლიანი საბანკო გამოცდილება საოპერაციოს კუთხით;
-ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსების განხრით (სასურველია);
-საქმისადმი დამოუკიდებელი მიდგომა;
-ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
-სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, "ბანკი 2000" (ალტა);
-კომუნიკაბელობა და გუნდური მუშაობის უნარი;
-საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია 2012 წლის 4 მარტამდე, შემდეგ მისამართზე:
სათაო ოფისი
წერეთლის გამზ. 117, თბილისი 0119
ტელ: (995 322) 401401
ელფოსტა:
გთხოვთ, მიუთითოთ, თუ რომელ პოზიციაზე და რომელ განყოფილებაში გსურთ მუშაობის დაწყება.