ს.ს. ბანკი კონსტანტა აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
-დაამყაროს ურთიერთობები ბიზნესის დაინტერესებულ პირებთან და უზრუნველყოს მათი პროექტში ჩართულობა და ეფექტური კომუნიკაცია
-მუდმივად შეაფასოს პროექტები, შესრულების პროგრესი და შესაბამისად დახვეწოს პროექტის გეგმა და მართოს მოლოდინები
-განსაზღვროს და დაგეგმოს საქმიანობები ჯგუფის წევრებისთვის, ბიზნეს-მომხმარებლებისთვის, მომწოდებლებისთვის, რათა უზრუნველყოს პასუხისმგებლობის მკაფიოდ გამიჯვნა მხარეთა შორის
-აქტიურად აწარმოოს პროექტის კონტროლების (რისკების, პრობლემების და მაილსტოუნების ჩათვლით) მართვა, რეპორტინგი და ესკალაცია
-აწარმოოს პროექტის სტატუსის რეპორტინგი; წარმოადგინოს პროექტის მიმოხილვის პრეზენტაცია
-უზრუნველყოს პროექტის გუნდის შეხვედრების ოქმების შექმნა და დაგზავნა
-იყოს კომუნიკაბელური, ჰქონდეს ურთიერთობის მართვის უნარი და შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია ორგანიზაციის ყველა დონეზე.
მოთხოვნები:
-ბაკალავრის ხარისხი
-მაგისტრის ხარისხი სასურველია
-საბანკო სფეროში გამოცდილება სასურველია
-მინიმუმ 1 წლის გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯმენტში.
გთხოვთ, CV გამოგზავნოთ მისამართზე:
სათაო ოფისი
წერეთლის გამზ. 117, თბილისი 0119
ტელ: (995 32) 2 401401
ელფოსტა:
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 31 იანვარი.