ს.ს. "ბანკი კონსტანტა" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო მრჩევლის პოზიციაზე, ბანკის შემდეგ განყოფილებებში: დედოფლისწყარო, ბათუმი, ფოთი, სამტრედია, ქუთაისი, ზესტაფონი, ხაშური, ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, გორი, კასპი, მარნეული, წნორი, ლაგოდეხი, გურჯაანი.
პასუხისმგებლობები:
-ბანკის განყოფილებებში შემოსული კლიენტების დახვედრა-გადამისამართება;
-დაინტერესებული პირებისათვის საჭირო ინფორმაცის მიწოდება, კონსულტაციის გაწევა;
-განყოფილებაში შემოსული სატელეფონო ზარების მიღება-გადამისამართება;
-ჯვარედინი გაყიდვების წარმოება.
მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება;
-კარგი პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარი;
-ენერგიულობა, ორგანიზებულობა, მოტივირებულობა;
-კარგი სასაუბრო უნარები ქართულ და რუსულ ენებში. აზერბაიჯანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე:
სათაო ოფისი
წერეთლის გამზ. 117, თბილისი 0119
ტელ: (995 32) 2 401401
ფაქსი: (995 32) 2 951731
ვებ-გვერდი:
ან გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: (გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება)
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 იანვარი, 2012 წ.