ს.ს „ბანკი კონსტანტა“ აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე
სამუშაოს სფერო:
- ბანკში არსებული ბიზნეს პროცესების გამართვა, ოპტიმიზაცია და სტანდარტიზაცია
- ბანკში არსებული ბიზნეს პროცესების ეფექტიანობის ზრდა
- ბექ ოფისის ოპერაციების წარმართვა
- პლასტიკური ბარათების სამსახურის განვითარება და მართვა
- ბანკის საკორესპონდენტო ურთიერთობების საკითხების წარმართვა
- ფრონტ–ოფისის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მართვა საბანკო პროდუქტების/სერვისების პროცედურულ ნაწილში
- ოპერაციების მართვის დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინირება;
- წლიური საოპერაციო გეგმის და ბიუჯეტის კოორდინაცია
- პროექტებთან დაკავშირებული ტექნიკური ამოცანების /პროცესების სქემების დამუშავებაში
- მონაწილეობის მიღება
- პროექტებიდან გამომდინარე სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ განყოფილებების
- ინფორმირების და დანერგვის უზრუნველყოფა
- სათაო ოფისის და განყოფილებების მხარდაჭერის უზრუნველყოფა საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;
მოთხოვნები:
- კანდიდატს მოეთხოვება მინიმუმ ოთხ წლიანი საბანკო გამოცდილება ოპერაციების მიმართულებით
- მენეჯერულ პოზიციებზე მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება
- ბაკალავრის და/ან მაგისტრის ხარისხი შესაბამისი პროფილით
- ამერიკის ან ევროპის მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესად
საჭირო უნარები:
- სტრატეგიული აზროვნება
- დაგეგმარება და მუშაობის ორგანიზება
- მოცემულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი
- ძლიერი მენეჯერული და ლიდერული უნარები
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- მიზანსწრაფულობა
- ჯგუფთან მუშაობის უნარი
- ინიციატივობა
- კარგი მეტყველების და წერითი კომუნიკაციის უნარი
- კარგი პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი. სხვადასხვა რანგის პარტნიორბთან ურთიერთობების დამყარების უნარი
- ენების ცოდნა: ქართული – მშობლიური, ინგლისური და რუსული – სრულყოფილად
- კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა
გთხოვთ მიუთითოდ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 31 აგვისტო.